დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ი/მ ჯუმბერ გოგიას კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/23328-18 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 27/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე |
განმცხადებელი – ი/მ ჯუმბერ გოგია (ს/კ 62001005505)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია ი/მ ჯუმბერ გოგიას გაკოტრების საქმე. 2020 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 17 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №52, შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. ი/მ ჯუმბერ გოგიას (ს/კ 62001005505) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ელექტრონულ სისტემაში. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები