„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 16/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016440
35/04
09/03/2020
ვებგვერდი, 11/03/2020
220020000.18.011.016440
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №35/04

2020 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2016, ს/კ: 220020000.18.011.016210) დამტკიცებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტისათვის.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფინანსური ინსტიტუტი  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება  საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი;“.

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი  კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი რომლის მთლიანი თანხა ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე, დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში. ამასთან, მიუხედავად მოცულობისა, არ გაითვალისწინება იურიდიულ პირზე, ასევე, დაკავშირებულ საწარმოში შემავალ პირებზე გაცემული კრედიტი/დეპოზიტი, თუ ამ პირზე/პირებზე იმავე საფინანსო ორგანიზაციაში უკვე გაცემული და აქტიური კრედიტების ან დეპოზიტების ჯამური მოცულობა აღემატება 1 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“.

გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყ) მოზიდული თანხა – ფინანსური ინსტიტუტის მიერ, გარდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისა და სესხის გამცემი სუბიექტისა, მომხმარებლისგან სარგებლის დარიცხვის პირობით მიღებული თანხა.“.

მუხლი 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე ხორციელდება ხელშეკრულების პირობების ისეთი ცვლილება, რომლის შედეგადაც იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ფორმდება ცვლილების ხელშეკრულება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეცვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ აცნობოს მომხმარებელს. ასევე, ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე გავრცელდება ამ ბრძანების სხვა მოთხოვნებიც. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 16 მარტიდან. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე