„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016449
4
06/03/2020
ვებგვერდი, 11/03/2020
010250020.35.169.016449
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2020 წლის 6 მარტი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.მ“ ქვეპუნქტი:

„დ.მ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ    უფლებამოსილებებს;“.

 2. მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე,  თუ მერის წარმომადგენელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა),  მერი ან უფლებამოსილი პირი ახორციელებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.“.

3. მერიის დებულების  მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 12. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს  მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობისა და არსებული პრობლემების  გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში საერთო კრებების, მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

გ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

დ) დაინტერესებული პირის განცხადების ან/და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მომართვის  საფუძველზე, მერის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, გასცემს ცნობებს:

დ.ა) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების   მე-8 მუხლის შესაბამისად, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ;

დ.ბ) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

დ.გ) პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების (გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით) შესახებ;

დ.დ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის დ შესაბამისად, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

დ.ე) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ;

ე) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას:

ე.ა) ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის  ნამდვილობასაც ამოწმებს;

ე.ბ) წარმომადგენელი ვალდებულია ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მიუკერძოებელ მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა). აქტის შედგენა უნდა მოხდეს მონაწილე (განმცხადებელი, მოწმეები) ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მეშვეობით;

ე.გ) აქტის შედგენამდე განმცხადებელს მოსთხოვოს ფაქტის დადასტურების ნამდვილობის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით სხვადასხვა დოკუმენტი (ატესტატი, შრომის წიგნაკი, სხვადასხვა გადასახადის გადახდის ქვითარი, პოლიკლინიკაში აღრიცხვის ბარათი და სხვა). ამ დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში წარმომადგენელი დაეყრდნოს არანაკლებ ორი მოწმის ჩვენებას;

ვ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის XII  თავით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობინებიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში;

ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმს პირის გარდაცვალების თაობაზე) პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. თუ მუნიციპალიტეტის მერის  მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს;

თ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მერის წარმომადგენელი:

თ.ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

თ.ბ) ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმს;

ი) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

კ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;

ლ) უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

მ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ნ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.

5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი