„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016466
8
06/03/2020
ვებგვერდი, 11/03/2020
010250040.35.167.016466
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2020 წლის 6 მარტი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების  შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014, 010250040.35.167.016123).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს  ექსპერტებსა და სპეციალისტებს.“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია