შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/30590-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/02/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი
2/30590-19
20/02/2020
ვებგვერდი, 09/03/2020
შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №330210319003319177 (2/30590-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 (ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

 2020 წლის  20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე –  ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი – სოფიო სუხიტაშვილი

განმცხადებელი სსიპ – შემოსავლების სამსახური

მოვალე შპს „გაუდი -13“ (ს/ნ 405221978)

მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

დღის წესრიგი: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

                         2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

                        3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

 

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „გაუდი-13“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „გაუდი-13-ის“ წარმომადგენელმა თეონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, შპს „გაუდი-13-ს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2019 წლის 31 ოქტომბერს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, რაზეც დადგენილი იქნა ხარვეზი.

2020 წლის 15 იანვრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება  შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. კრედიტორის განცხადების თანახმად, შპს „გაუდი-13-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენს 49187.83 ლარს.

მეურვის მოხსენების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „გაუდი-13-ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის საკუთრებაში რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება. კომპანიას საბანკო ანგარიშები გახსნილი არ აქვს არცერთ საბანკო დაწესებულებაში. კომპანიას არ გააჩნია  დებიტორული მოთხოვნების მესამე პირების მიმართ.

კომპანის ჰყავს ერთადერთი კრედიტორი, სსიპ – შემოსავლების სამსახური და სხვა განცხადება კრედიტროული მოთხოვნების აღიარების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ შესულა.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მეურვის მოხსენება და მიაჩნია, რომ შპს ,,გაუდი-13-ის„ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20.4 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. დასახელებული კანონის მე-3 მუხლით, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: რ) სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული  (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება; ი) კრედიტორი – პირი, პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.

მოვალის განმარტების და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა.

მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს მიზნის მიღწევას.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კრედიტორის უფლება, რაც შედეგობრივი თვალსაზრისით რეალიზებადია  მოვალისაგან განსხვავებით, საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების შემთხვევაში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მეურვის მოხსენებით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ დადასტურდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, რაც კრედიტორის მცდელობის მიუხედავად არ გაქარწყლებულა და საწინააღმდეგო არ დადგენილა.

ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი თვიდანვე უცილოდ გამოკვეთილია მოვალის ქონებრივი მდგომარეობა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის უუნარობა, ასეთ შემთხვევაში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელება წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის  272-ე და 275-ე მუხლები). ჩვენს შემთხვევაში მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „გაუდი-13“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6.1 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად,  გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარიდან უნდა ანაზღაურდეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გაუდი-13-ის“ (ს/ნ 405221978) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „გაუდი-13“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 9 იანვარს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (№GE07TB7563236020100006) ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №00082) შეტანილი 5000 ლარიდან ანაზღაურდეს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                   ანა ჩოგოვაძე