დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.016949 |
|
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 18. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნები 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამუშაოდ მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ფლობს სახელმწიფო ენას; გ) მიაღწია 18 წლის ასაკს; დ) მიღებული აქვს სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება; ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის/მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 2. იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; 3. პირი საჯარო მოსამსახურედ მიიღება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის შემდეგ საჯარო მოსამსახურეს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურის მიღებისას ვრცელდება ამ წესის 22-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი წესი. 5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე (გარდა განყოფილების უფროსზე მაღალი რანგის თანამდებობისა), რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს ან/და საშუალო სპეციალურ წოდებებს, მისაღებ მოსამსახურეს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება. 6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სრული ზოგადი განათლების მქონე პირი შეიძლება დაინიშნოს დასაბუთებული წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი განსაკუთრებული გარემოების არსებობისას: ა) კანდიდატის პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით; ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. 7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კონკრეტული თანამდებობისთვის, მისი ფუნქციებისა და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“. 2. 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს. საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს, თუ მათ სამსახურში მიღებისას (ან მიღების შემდგომ) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვთ უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური მომზადების პროგრამა.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები