„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021858
147
05/03/2020
ვებგვერდი, 09/03/2020
470000000.10.003.021858
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2020 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №8-ის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დასაშვებია გატარებულ ორსულთა მოთხოვნილი რაოდენობის 10%-იანი ცდომილება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, პირს/დაწესებულებას დამატებით მოეთხოვება, დაწესებულების მეან-გინეკოლოგებმა, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით, 2020 წლის 1 სექტემბრამდე დააგროვონ არანაკლებ 12 უსგ კრედიტქულა ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით. კრედიტქულების დაგროვებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პროფილური, აკრედიტებული მოკლევადიანი (1-10 დღე) სწავლება/ტრენინგები, რომლებიც აღიარებულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია