დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1335-20 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 25/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
|
მოსამართლე – ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი – გვანცა გიორგაძე განმცხადებელი (მოვალე) – შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ წარმომადგენელი – სიმონ ტაკაშვილი მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენლები – ქრისტინე კუბლაშვილი, ირაკლი სამხარაძე მოთხოვნა –შპს „საქართველოს ლატარიის კომპანის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2020 წლის 26 მარტს, 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: (i) ხათუნა თავბერიძის, სს „ლიბერთი ბანკის“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; (ii) გაკოტრების მმართველის დანიშვნა; 2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64, სხდომის დარბაზი №61). 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. 4. განჩინება გამოქვეყნდეს, აგრეთვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. 5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, მისი მხარისათვის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩვრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. მოსამართლე: ივერი აბაშიძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები