დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.102.016180 |
2
06/03/2020
ვებგვერდი, 11/03/2020
010250040.35.102.016180
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში (სსმ, 71, 30/12/2010; 010250040.35.102.016002) „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები