დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016579 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017; 010250050.35.143.016452) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილების „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ დადგენილი ზომების მიღებას; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 431, 432, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772, 825, 103-ე, 1191, 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 135-ე, 1351, 145-ე, 1461,148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საფუძველზე; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) სამსახურის მოხელეებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვთ განახორციელონ ვიდეო/ფოტოგადაღება, მათ შორის, სამსახურეობრივი სამხრე კამერების საშუალებით და მოახდინონ მიღებული მონაცემების დამუშავდება, შენახვა და საჭიროების შემთხვეაში მტკიცებულების სახით გამოყენება.“; ზ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები