დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | N - 2 ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 02/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016059 |
|
მუხლი 1.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (№-01-რს, ვებგვერდი, 16/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: №190020020.30.060.016058) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1. მე-3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 17365609 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში ლარებში
მუხლი 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 634900 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 634900 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: ლარებში
მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები 18 000 509 ლარის ოდენობით. ლარებში
მუხლი 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
ლარებში
2. მე-5 და მე-6 თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამისშემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: 1. ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტია აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. 1.1 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) სამინისტროს მიერ აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალწლიანი შესწავლისა და დასაბუთებული ანალიზის შედეგების საფუძველზე განსაზღვრულია ის ძირითადი აუცილებლობები, რაც ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო სფეროში მოქალაქეთათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ის გარემოება, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება, განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო სერვისის იმ ცალკეულ სახეებზე, რაც სახელმწიფოს მიერ დღეისდღეობით ჯერ კიდევ არ ფინანსდება. დადგენილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია (არაუმეტეს 45-50%). ე.წ. „დევნილთა სოციალური თვითიზოლაციის ფენომენთან“ ერთად ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო სერვისის ცალკეულ სახეებზე (მათ შორის, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დონეზეც) მოქალაქეთა ფინანსური ხელმიუწვდომლობა. ეს გარემოება გარკვეული რისკების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა, ვინაიდან, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევებში არაკეთილსაიმედო ხდება. ასეთ ვითარებაში და აფხაზეთის მოსახლეობის დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით ეფექტური უზრუნველყოფა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამის, დასაბუთებულ პროგრამულ ჯანდაცვით ღონისძიებათა შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია და რაც, საბოლოო ჯამში, მთავარ შედეგზე – ჩვენი დევნილი თანამემამულეების და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. აფხაზეთის მოსახლეობის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო დახმარების ცალკეული სახეებით უზრუნველყოფა გულისხმობს საპროგნოზო პერიოდში ამბულატორიული დახმარების მრავალკომპონენტიანი პროგრამის რეალიზებას კვალიფიციური, სპეციალიზებული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების და მკურნალობის იმ სახეებით, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია ცენტრალური (სახელმწიფო) ჯანდაცვითი პროგრამების მიღმა. პროგრამის კომპონენტების განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მათ ეფექტურობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე/სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მათი რეალური პოზიტიური ზემოქმედების ხარისხს და სხვა იმ დადებით მომენტებს, რაც ვითარების კონტროლირებად სივრცეში მოქცევისთვის და დინამიკაში გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი. პროგრამის კომპონენტებად რეალიზებული იქნება: * ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია (სხვადასხვა სახეები); * ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები; * დოპლეროგრაფია; * მხედველობის ორგანოს და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოთა სკრინინგული გამოკვლევები; * სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირება; * სამკურნალო რეაბილიტაცია და აბილიტაცია; * მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო კომპონენტი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; * ამბულატორიული პროფილის სხვა მიმართულებები /კომპონენტები. პროგრამის სიახლეა ის, რომ მასში განსაზღვრული სერვისები გავრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებზე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა. პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, სამინისტროს მრავალმხრივ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზით, დადებითი შედეგები იქნება გამოხატული აფხაზეთის მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური პროფილის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების სფეროში, ასევე, მკურნალობის ცალკეულ სახეებში. შესაძლებელი გახდება აფხაზეთის მოსახლეობისთვის ეფექტური, მაღალშედეგიანი და, მნიშვნელოვანწილად, საბოლოო შედეგზე ორიენტირებული სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით დაავადებათა ადრეული გამოვლენა და ადეკვატური, დროული მკურნალობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების წანამძღვარი იქნება. კერძოდ, პროგრამით მოცულ ბენეფიციარებს პროფილური გამოკვლევების საფუძველზე დაესმებათ და დაუზუსტდებათ დიაგნოზი. სწორი, ვერიფიცირებული დიაგნოზის პირობებში გაადვილდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და გაცილებით ეფექტური იქნება მისი შედეგები. მკურნალობის დროულობა კეთილსასურველ შედეგს მოახდენს დაავადების გამოსავალზე. შესაძლებელი გახდება გართულებების, მათ შორის, ხშირად, სიცოცხლისათვის საშიშის, დროული პრევენცია. გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამსახველი ინდიკატორები. მოსახლეობაში კიდევ უფრო განმტკიცდება სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის შეგნება. გარდა ამისა, დევნილ და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაში დადებითისკენ შეიცვლება საკუთარი ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ვექტორი. 1.2 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეთა ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) სამინისტროს მიერ აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი პარამეტრების მრავალწლიანი შესწავლის შედეგები და მისი დინამიური ანალიზი აჩვენებს ქვეყნის მოსახლეობის ამ ნაწილის ზოგადი და კერძო ავადობის, ასევე, დემოგრაფიული მაჩვენებლების არცთუ სახარბიელო მდგომარეობას. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის კლასიფიკატორის ჯგუფების ნაწილში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. დამაფიქრებელია, რომ ადგილი აქვს მოსახლეობის დაბერების, დაავადებათა (მათ შორის, სიმსივნური და სისხლის მიმოქცევის სისტემის პათოლოგიების) და მოკვდაობის „გაახალგაზრდავების“ შემაშფოთებელ ტენდენციებს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება როგორც აფხაზეთის მოსახლეობის, ისე, ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებზეც. ვითარების დეტალური ანალიზი ადასტურებს, რომ სამინისტროს მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამების სახით აფხაზეთის მოსახლეობისთვის პროფილური სამედიცინო საქმიანობის სწორი დაგეგმვა-რეალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება მდგომარეობის მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და, რიგ შემთხვევებში, დადებითი ტენდენციების მიღწევა. ამ პირობებში სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების იმ ცალკეული სახეებით უზრუნველყოფას, რაც ჯერ კიდევ არ ფინანსდება ფართო სპექტრის ცენტრალური (სახელმწიფო) ჯანდაცვითი პროგრამებით და რაც ორიენტირებულია მოქალაქეთათვის ამ სახის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, მათი სამედიცინო აქტივობის ამაღლებაზე. შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელება, დამატებითი ღონისძიების სახით, ემსახურება დიაგნოზების ვერიფიცირებას კორონაროგრაფიული გამოკვლევების სახით, რაც აუცილებლად მოითხოვს სტაციონარულ პირობებში განხორციელებას და, ასევე, ჰოსპიტალური დახმარების სხვა ცალკეულ სახეებს, მათ შორის, მეტად ეფექტურ, პაციენტის ცხოვრების ხარისხისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ოპერაციულ მკურნალობას – მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალურ ენდოპროთეზირებას. პროგრამის სიახლეა ის, რომ მასში განსაზღვრული სერვისები გავრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებზე, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა. პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში განსაზღვრულია საპროგნოზო პერიოდში დადებითი შედეგების მიღწევა აფხაზეთის მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარების სფეროში, კერძოდ, გავრცელების მაღალი სიხშირით წარმოდგენილი გულის იშემიური დაავადებების მიზანმიმართული, მაღალკვალიფიციური გამოკვლევების გზით შესაძლო სერიოზულ გართულებათა პრევენცია და კონკრეტული პაციენტების ჯანმრთელობის რეალური გაუმჯობესების მიღწევა დროული მკურნალობით; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პარამეტრების დადებითი დინამიკის ტენდენციის ფორმირების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება. სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობებში საკუთარი ჯანმრთელობისადმი მოსახლეობაში ჯერ კიდევ მყარად დამკვიდრებული ინდიფერენტული მიდგომის შეცვლა ობიექტური შეფასების ასპექტში და, ამ მხრივ, სამედიცინო აქტივობის ამაღლების პრიორიტეტულობის შეგნების მიღწევა. 1.3 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 05) დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო პროფილის დახმარების მიახლოების მიზნით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ფორმირებული სამედიცინო ჯგუფების მიერ რეალიზებული მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას პოზიტიური შედეგები მოაქვს როგორც იგპ-თა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ისე, ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის განსაზღვრისა და ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ძირითადი მიზანია ავადობის აქტიური გამოვლინება, ჯანმრთელობის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და, ამასთან, იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიური მეთვალყურეობა პაციენტებზე. პროფსამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილიც, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ამ პროფილის ღონისძიებათა აუცილებლობისა. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას არცთუ იშვიათად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ადრე პაციენტისთვის ცნობილი არ იყო, ან, იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატული ულტრასონოგრაფები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები, ასევე, კოლპოსკოპი და სხვ.). ამასთანავე, სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არამარტო უფრო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება. ამის გათვალისწინებით და რეალურ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, სამინისტრო არსებით ყურადღებას უთმობს პროგრამის ბიუჯეტში აუცილებელი მედიკამენტების ფართო სპექტრით წარმოდგენის თემას. სამინისტროს მიერ მოსახლეობის მრავალპროფილიანი პროფსამედიცინო გასინჯვების სერვისით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, რეგიონებში, პირველადი, ხარისხიანი ჯანდაცვის რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია პაციენტთა დაავადებათა ადრეულ გამოვლენაზე, სწორ დიაგნოსტირებაზე, რაც ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა, აგრეთვე, მოქალაქეთა სამედიცინო აქტივობის ამაღლებაზეც. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადებათა და მათი გართულებების პრევენციის სერიოზული შესაძლებლობაც. პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, დადებით შედეგებს მივიღებთ აფხაზეთის მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის პროფილის ღონისძიებების მიახლოების სფეროში. შესაძლებელი გახდება აფხაზეთის მოსახლეობისთვის საკმაოდ ეფექტური, მოქნილი, მასობრივი და შედარებით რესურსდამზოგველი სერვისის ადგილზე მიწოდების გზით დაავადებათა ადრეული გამოვლენა და ადეკვატური, დროული მკურნალობისთვის საფუძვლების შექმნა, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების წანამძღვარი იქნება. 1.4 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა – (პროგრამული კოდი 05 06) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დევნილ მოქალაქეთა მიმართვების/განცხადებების ანალიზი აჩვენებს, რომ, ხშირ შემთხვევებში: 1. დევნილი პაციენტების დიდი ნაწილისთვის გადაუჭრელი პრობლემაა სტაციონერული/ჰოსპიტალური მკურნალობის ღირებულების თანადაფინანსების თანხების მოძიება. 2. მედიკამენტების შესაძენი თანხების უქონლობის გამო, მკურნალობა დაგვიანებით ან არასრულფასოვნად ტარდება. 3. პრობლემურია ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული რეაბილიტაციის საკითხი. პროგრამა ორიენტირებული იქნება ზემოაღნიშნული და სხვა, შესაძლო მიმართულებებით მუშაობის გააქტიურებაზე. პროგრამის კომპონენტები მოიცავს: * სტაციონარული/ჰოსპიტალური მკურნალობის ღირებულების თანაგადახდის თანხების ნაწილობრივ ანაზღაურებას, სავარაუდოდ, არაუმეტეს 1000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე 1 კალენდარული წლის განმავლობაში (ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით). * მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას (ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით). * აფხაზეთიდან დევნილ, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა დამატებითი სამედიცინო-სარეაბილიტაციო დახმარებას, რაც სრული გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, ბავშვის მკურნალობის სრულფასოვან, დასრულებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული საბოლოო განკურნება და ოჯახის დანარჩენი წევრების უსაფრთხოება. * დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ სხვა შესაძლო ღონისძიებებს. პროგრამის რეალიზაცია ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის სტაციონარული/ჰოსპიტალური მკურნალობის მეტ ოპერატიულობას და ხარისხს; ავადმყოფთა მედიკამენტურ დახმარებას, რაც დროულ, ადეკვატურ მკურნალობაზე და, შესაბამისად, პოზიტიურ შედეგზე იქნება ორიენტირებული; სახელმწიფო პროგრამებს მიღმა დარჩენილი ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებების (ბავშვთა ასაკის ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიულ-კურორტული რეაბილიტაცია) დამატებით ჩართვას ამ მიმართულებით არსებულ მკურნალობის არსებულ ფართო სპექტრში, რაც დააჩქარებს ბენეფიციართა გაჯანსაღებას და სამედიცინო რეაბილიტაციას, ასევე, სოციალურ-ფსიქოლოგიური სტატუსის აღდგენას. პროგრამა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი, ასევე, მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე დევნილთა ოჯახებისთვის. 2. სოციალური უზრუნველყოფა სოციალური დახმარების ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, სოციალური დახმარება დაეფუძნება ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებას და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს, როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტიანობა. 2.1. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 08 02) 13 02, 14 02, 15 02 პროგრამულ კოდებზე რიცხული გაუხარჯავი ფინანსური რესურსის განკარგვა გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს. მიენიჭა ახალი პროგრამული კოდი 11 05) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთჯერადი დახმარებების გაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად შემდეგი კატეგორიებისათვის: – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – 150 ლარი; – მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 150 ლარი; – მარჩენალდაკარგულებზე – 150 ლარი; – დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) – 150 ლარი; – ოთხ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 150 ლარი; – 100 წელს გადაცილებულებზე – 150 ლარი; – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – 150 ლარი; – სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 ლარისა. 2.2. გალის რაიონის (კონფლიქტის ზონა) სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პროგრამა – (პროგრამული კოდი 06 09) პროგრამის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები და მოღვაწე სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 2.3. დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამა (13 03, 14 03, 15 03 პროგრამულ კოდებზე რიცხული გაუხარჯავი ფინანსური რესურსის განკარგვა გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს. მიენიჭა ახალი პროგრამული კოდი 11 06) ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარება. 2.4. დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 02) ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარება. 2.5. საბავშვო ბაღის მშენებლობა (პროგრამული კოდი 13 05) (ამოღებულია) 2.6 აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 11 03) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებში, რომლებიც საქართვლოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, გრძელვადიან საცხოვრებელ ფართებად გადაეცათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, შეიქმნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, არჩეულ იქნენ თავმჯდომარეები, რითაც ხელს შეუწყობენ კორპუსებში შემდგომი განვითარებისა და კეთილმოწყობის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას. მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის აუცილებლობა გამოიწვევს ურბანული პოლიტიკის, განსახლების პირობების გაუმჯობესებისა და ადგილობრივ თვითმართველობებთან ადაპტირებას. 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტის პროექტით ინიცირებულია/დაგეგმილია კონკრეტული თანხის მიმართვა, რის საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო, საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოსაყალიბებლად საჭირო თანხების დაფინანსებას.
2.7 აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში
გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
ფინანსური მხარდაჭერა საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოების ჩატარებისათვის (პროგრამული კოდი 11 04)
დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებში, შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შემდგომი განვითარება ფრიად მნიშვნელოვანია. საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება (საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი ნახაზები) უმეტეს შემთხვევაში, ფერხდება დევნილებში ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო.შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია აღნიშნული სოციალური საპილოტე პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღება. 3. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება წარმატებული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საყრდენს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირებაა. შესაბამისად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას და ხელს უწყობს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების დანერგვას აფხაზეთის 13 საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე – გალის რაიონში განთავსებულ 31 საშუალო სკოლაში. სამინისტრო მოწოდებულია აფხაზეთიდან ახალგაზრდებს შეუქმნას ხარისხიანი განათლების მიღებისათვის სათანადო სასწავლო პირობები და გარემო, ხელი შეუწყოს მათ წარმოჩენას, მათი საზოგადოებრივი ინტეგრაციის პროცესს და სხვა. 3.1 განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04) განათლების ხელშეწყობის პროგრამის ძირითად მიმართულებასა და მიზანს წარმოადგენს სამშვიდობო კულტურის დანერგვისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება, აფხაზეთის საჯარო სკოლებში სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, გალის რაიონში მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა. მოსწავლეებისა და პედაგოგების პრობლემების იდენტიფიცირება, განათლების პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პროცესებში მონაწილეობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტივობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროგრამების შემუშავება და სათანადო ღონისძიებების გატარება და სხვ. 3.1.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 01) პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება სკოლების სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საჭირო მასალების შეძენა. 3.1.2 „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 02) ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ საკუთრი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, რეალიზება და ღირსეული ადგილის დამკვიდრება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების საქმეში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად. 3.1.3 „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 03) (ამოღებულია) 3.1.4 „საზაფხულო ბანაკი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 07) პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების, ფიზიკური, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასიათის სხვადასხვა აქტივობებს, რაც ავითარებს მოზარდების გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს სათანადო ცოდნას ჯანსაღი ცხოვრების წესის თაობაზე, მოსწავლეებს აზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას. 3.1.5 „მწიგნობართა კლუბი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 08) (ამოღებულია) 3.1.6„კონფერეციები, შეხვედრები“ (ქვეპროგრამი კოდი 06 04 10) (ამოღებულია) 3.1.7 „დიმიტრი (არზაყან)ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 11) აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აფხაზეთის თემატიკა ზემო მუშავე ახალგაზრდების მხარდაჭერა .ამ კუთხით ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დანიშვნა. სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა. 3.1.8 „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 12) განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წარმატებისა და განვითარების საწინდარია. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ზუსტი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. პროექტის განხორციელება წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ღონისძიებას. 3.1.9 შეხვედრები (1.ღვაწლმოსილ პედაგოგებთან; 2.მედალოსან კურსდამთავრებულებთან; წარმატებულ სტუდენტ -ახალგაზრდობასთან) (ქვეპროგრამის კოდი 06 04 14) სამინისტრო მუდმივად ზრუნავს აფხაზეთის მკვიდრ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე. ამ მიზნით, გაიმართება დევნილ, გამოჩენილ მასწავლებლებთან შეხვედრა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აფხაზეთის საჯარო და გალის ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მედალოსან კურსდამთვრებულებთან, წარმატებულ სტუდენტ -ახალგაზრდებთან. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 3.1.10 „თანაბარი შესაძლებლობები – თანაბარი მზრუნველობა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 15) (ამოღებულია) 3.1.11 საინფორმაციო ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 16) საინფორმაციო ბანკი საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ახალგაზრდობას აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ქართული და აფხაზური საზოგადოებებისათვის ცნობილი გახდება სტატისტიკა, აფხაზეთიდან დევნილი რამდენი ახალგაზრდაა საზღვარგარეთ, რას საქმიანობენ ისინი იქ და რითი შეუძლიათ ხელი წააშველონ აფხაზეთის გაყინულ პრობლემას, ცნობილი გახდება მათი ხედვა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. 3.1.12 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა (ქვეპროგრამის კოდი 06 04 17) საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. აღნიშნული ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებას. აფხაზეთის ექვს საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზური ენის სწავლება სკოლებში დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან: დაბალი ფინანსური ანაზღაურება, აფხაზური ენის სპეცილისტთა ნაკლებობა და სხვა. 3.1.13 „სამოქალაქო განათლება – აქტიურ მოქალაქეთა პროგრამა“ (06 04 18) (ამოღებულია) 3.1.14 „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ (06 04 19) (ამოღებულია) 3.2 აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებაში, ნაშრომების გამოცემაში, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებაში, ამ მუშაობის შედეგების გამოქვეყნებაში. 3.3 სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06) (ამოღებულია) 3.4 სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება (პროგრამული კოდი 19 02) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრატეგიის ნაწილია სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ტოლერანტობის უნარჩვევების განვითარებას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, წიგნიერების დონის ამაღლების სტრატეგიების დაუფლებასა და დანერგვას პრაქტიკაში, ქართველი და აფხაზი მოსწავლე-ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის. 3.4.1 სამშვიდობო რესურსები ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მომავალი (ქვეპროგრამის კოდი 19 02 01) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას წაახალისებს. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ გამოწვევად რჩება, მინისტრის აპარატს მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის მიწოდება მოხდეს იმ სამთავრობო და არასამთავრობო ჯგუფებისაგან და ექსპერტებისაგან, რომლებიც კონფლიქტების თემატიკაზე მუშაობენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობს აფხაზეთის პრობლემების კვლევისა და მოგვარების სამუშაო პროცესში, ამ პროცესების ს ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ძალისხმევით შესწავლილ და გაანალიზებულ იქნეს კონფლიქტი და შესაბამისი მექანიზმებით დაძლეულ იქნეს კონფლიქტის უარყოფითი შედეგები. სხვა სამშვიდობო რესურსებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული სახალხო დიპლომატია, რომელიც ხელს შეუწყობს ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესს. 3.4.2 ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის (საერთაშორისო პროგრამა) აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული (ქვეპროგრამის კოდი 19 02 02) ბოლო წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებით შეექმნა საფრთხე, რომელიც იწვევს არა მარტო ქართული მხარის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას. მნიშვნელოვანია არსებული რეალობა გაცნობიერებული იქნეს ქართულ-აფხაზური საზოგადოების მიერ, რათა მათ ერთად შეძლონ არსებული გამოწვევის დაძლევა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ევროინტეგრაციის საერთო კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და დიალოგს, რაც დადებით გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესების მართვაზე. სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის, სტრატეგიულად პრიორიტეტულია პროგრამებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან საერთო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მსჯელობა, ანალიტიკური აზროვნებისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარება, მნიშვნელოვანია ნდობის მშენებლობისათვის, კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. 3.4.3 მშვიდობის ლაბარატორია ნდობის აღდგენისა და შერიგების რესურსები (ქვეპროგრამის კოდი 19 02 03) პროგრამაში ჩართული იქნება ქართული და აფხაზური საზოგადოებების წევრები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას და ნდობის აღდგენის მოტივაციის ზრდას. აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით გაძლიერდა ქართული კვალის წაშლისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც იწვევს არა მარტო ქართული მხარის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას. მნიშვნელოვანია არსებული რეალობა გაცნობიერებული იქნეს ქართულ-აფხაზური საზოგადოების მიერ, რათა მათ ერთად შეძლონ არსებული გამოწვევის დაძლევა და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. 3.4.4 აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში (ქვეპროგრამის კოდი 19 02 04) (ამოღებულია) 3.4.5 კვლევა – აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების პოსტრავმული ადაპტაცია და მათი ჩართულობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში (ქვეპროგრამის კოდი 19 02 05) (ამოღებულია) 3.4.6 დიასპორების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში (ქვეპროგრამის კოდი 19 02 06) თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორა იმ ადამიანურ რესურსთაგანია, რომელმაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ საჭიროა გააქტიურდეს მათი ჩართულობა სამშობლოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებით კი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში. აღნიშნულ პროცესში დიასპორების მონაწილეობისათვის მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა და მათი პოტენციალის მიზანმიმრთულად რეალიზება, რადგან ისინი წარმოადგენენ კატალიზატორებსა და ფასილიტატორებს სოციალური და პროფესიული პროდუქტიული კავშირების, ინფორმაციის გაცვლის, მხარდამჭერი აქტივობების კუთხით. 3.4.7 ახალგაზრდა ლიდერები ერთიანი საქართველოსთვის-ჩართულობა ნდობის აღდგენის საკითხებში (ქვეპროგრამის კოდი 19 02 07) დღეს, მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ხელოვნება არის დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი, რომელსაც გააჩნია ბევრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მსოფლიო მასშტაბით ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს თანამემამულენი საზღვარგარეთ განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული იმ ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას. ხელოვანი ადამიანების ჩართულობა ზემოთაღნიშნულ პროცესებში ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურისა და იდენტობის მქონე საზოგადოებების დაახლოებას, ურთიერთგაგებას და არსებული პრობლემების კონსესუსის გზით გადაწყვეტას. 3.4.8 თემატური გზავნილები სამშვიდობო, ევროპულ და ევროაპლანტიკურ საკითხებზე (ქვეპროგრამის კოდი 19 02 08) კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერება, თანამშრომლობის გააქტიურება ერთობლივი, პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე (განათლება, სოციალური მეწარმეობა, უსაფრთხო კეთილმეზობლური ურთიერთობები, ინტერკულტურული დიალოგი, ევროინტეგრაცია), საერთო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მსჯელობა, ანალიტიკური აზროვნებისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ნდობის მშენებლობისთვის და კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად. 3.5 შევისწავლოთ აფხაზური ენა (პროგრამული კოდი 19 03) (ამოღებულია) 3.6 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმების და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 07) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე განუხრელი ზრუნვის პირობებში, არსებით როლს იძენს სპეციალური სასწავლო-პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების საკადრო პოტენციალისთვის, დევნილი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. სპეციალისტებთან ურთიერთობებისას გამოიკვეთა, რომ ბევრი მათგანისთვის პრობლემურია ფასიანი სასწავლო პროგრამების გავლა, რადგან ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან. შესაბამისად, გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამის რეალიზების პირობებში სპეციალისტების დაინტერესების ხარისხი და ჩართულობა გაცილებით მაღალი იქნება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება სპეციალისტების გადამზადებისთვის ეფექტური პროგრამის რეალიზებაში. პროგრამა ორიენტირებულ იქნება ზემოაღნიშნული მიმართულებებით მუშაობის გააქტიურებაზე, რაც მოიცავს: ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო სფეროს სპეციალისტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება/გადამზადებას სხვადასხვა სასწავლო ციკლების საშუალებით ვალიფიკაციის ამაღლების, დახელოვნების სახით, რაც ხელს შეუწყობს მათი თეორიული ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას; ბ) ბენეფიციარებისთვის საჭირო ლიტერატურზე (ნაბეჭდი მასალები, ელექტრონული ვერსიები) წვდომის ხელშეწყობას. პროგრამის რეალიზაცია ხელს შეუწყობს: ა) თანამედროვე მედიცინის აქტუალურ, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებში სამედიცინო კადრების თეორიული მომზადების დონის ამაღლებას, რაც აუცილებელია სამედიცინო დახმარების მოცულობის და ოპერატიულობის გაზრდის, მომსახურების დონის და ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბ) პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება-გაღრმავებას. ზემოაღნიშნული 2 ძირითადი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების საკადრო რესურსებთან მიმართებაში, რადგან რეგიონში კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება. ხალხური ხელოვნების დარგების (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებგვერდების, ფილმების მომზადება. შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება. 4.1 კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 07) პროგრამა ემსახურება ქვეყანაში არსებული აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაცვას, განვითარებას, პოპულარიზაციას, მათი სამშვიდობო როლის წარმოჩენას, აფხაზეთისა და საქართველოს შემოქმედებით ორგანიზაციებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენას, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელოვნების სფეროში თავისუფალი, დაცული და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, სახელოვნებო დაწესებულებების შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამების ადეკვატურ დაფინანსებას, მათ მხარდაჭერაში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია აგრეთვე მსოფლიოში აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენის ხელშეწყობა. 4.1.1 „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 03) (ამოღებულია) 4.1.2 „საღამოები’’ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 05) ყველა საიუბილეო თარიღს გამოკვეთილი სახე და შესაბამისი შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია. ქვეპროგრამის ფარგლებში ეწყობა აფხაზეთის დამსახურებული ხელოვანების საიუბილეო, შემოქმედებითი და ხსოვნის საღამოები, რითაც საზოგადოება უფრო ახლოს ეცნობა მათ შემოქმედებას. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ღვაწლმოსილი აფხაზეთის ხელოვანების შემოქმედების წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. 4.1.3„გ. შარვაშიძის სახელობის პრემია’’ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 07) კონკურსი გ. შარვაშიძის პრემიის შესახებ ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება და საშუალება ეძლევათ ხელოვნების, პუბლიცისტიკის, მეცნიერებისა და ლიტერატურის დარგში მოღვაწე პირებს წარმოადგინონ აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი ნამუშევრები. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, ენიჭებათ წოდება – „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი“ და გადაეცემათ პრემიის ლაურეატის დიპლომი, პრემიის ლაურეატის მოწმობა და ფულადი ჯილდო. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკისა და ხელოვნების დარგების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირებისათვის. 4.1.4 „აფხაზეთის დღე ‘’ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 09) (ამოღებულია) 4.1.5 „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია ’’ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 10) ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია ხელს უწყობს ქართულ-აფხაზური კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებს და შემოქმედებით კოლექტივებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ საკონცერტო-საგასტროლო საქმიანობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, ფესტივალებში, კულტურის დღეებში. 4.1.6 გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი06 07 11) (ამოღებულია) 4.1.7 ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი (ქვეპროგრამის კოდი 06 07 12) (ამოღებულია) 4.1.8 მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრების ორგანიზება (ქვეპროგრამის კოდი 06 07 13) (ამოღებულია) 4.1.9 „ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საბავშვო ფესტივალი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 14) ქართული ხელოვნება გამორჩეულია თავისი ფოლკლორული ტრადიციებით, რომელსაც მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართულ ცეკვასა და ხალხურ სიმღერაში ქართული ყოფიერება, მითი და სინამდვილე, ნატიფი ილეთებით არის ჩაწერილი. ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე გამორჩეულია ინდივიდუალური ხელოვნებით. ამ მხრივ გამონაკლისს არც აფხაზეთი წარმოადგენს, რომელსაც მდიდარი ფოლკლორული ტრადიციები გააჩნია, რაც ყველაზე უკეთ სწორედ ცეკვასა და სიმღერაში ვლინდება. აღსანიშნავია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კოლექტივები, რომლებიც აგრძელებენ ამ მდიდარ ტრადიციას. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული „დიმიტრი ჯაიანის სახელობის“ დარბაზში ჩატარდება ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებიც ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ქართულ-აფხაზურ ცეკვებსა და სიმღერებს. 4.1.10 „ეპოქა ქალის“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 15) საქართველოში ბოლო ათეული წლების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი ქალბატონი გადახვეწა უცხოეთში, რომელთა უმრავლესობა სწორედ აფხაზეთიდანაა დევნილი.დიდი ფიზიკური შრომის და არაერთი პრობლემის მიუხედავად სამშობლოს მონატრებამ მრავალი მათგანი ხელოვნების მსახურად აქცია: მწერლად, მუსიკოსად, მხატვრად... ასე გაჩნდა უცხოეთში ახალი ქართული ჟურნალები, გაზეთები, ანთოლოგიები... მათდამი ყურადღება და მათი პრობლემების გაზიარება, მომავლის გზების დასახვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. სწორედ ამ ქალბატონებს მიეძღვნება ღონისძიება „ეპოქა ქალი“, რომელიც გაიმართება ათენში 2020 წლის 3 მარტს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საბერძნეთში მცხოვრები ლტოლვილი ქალბატონები, ასევე საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანი ქალბატონები. 4.1.11 „ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 16) საქართველოში ბოლო ათეული წლების განმავლობაში არაერთმა ადამიანმა შესწირა თავი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას, რითაც თანამოძმეებს თავგანწირვისა და გმირობის უბადლო მაგალითი მისცა. სამწუხაროდ ბევრი მათგანის სახელი დავიწყებას მიეცა. სწორედ მათი გმირობის, თავგანწირვის ღირსეულად დაფასებისათვის საჭიროა დაიწეროს ლექსები, ნოველები, ესეები, კონკურსის მიზანიც ესაა – „არ დავიწყება მოყვრისა...“ 4.2 სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 08) პროგრამის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების (ფეხბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ფარიკაობის, აღმოსავლური ორთაბრძოლების და ჭადრაკის) ხელშეწყობა და სხვა სახეობების წარმატებული სპორტსმენების ინდივიდუალური მხარდაჭერა. მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობას ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე, სპორტული გუნდების (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) უზრუნველყოფას შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას. მთავრობის მიზანია აფხაზეთის ახალგაზრდებს გაცნობიერებული ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, საკუთარი როლი საზოგადოებაში, განვითარებული ჰქონდეთ სწრაფვა, იყვნენ სასარგებლო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, პატივი სცენ სხვა ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს და ჰქონდეთ სურვილი იზრუნონ საზოგადოების სხვა წევრებზე, ჰქონდეთ მოტივაცია თავად გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული ამოცანები, თავად შექმნან კონკრეტული ინიციატივები. 4.2.1 სპორტულ ინიციატივათა მხარდაჭერა (ქვეპროგრამის კოდი 06 08 01) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო ეხმარება სპორტსმენებს ქვეყნისფარგლებს შიგნით და ასევე საზღვარგარეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაში, სპორტული ინვენტარისა და ფორმების შეძენაში, სპორტსმენების რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის და საწვრთნო შეკრებების დროს მგზავრობის დაფინანსებაში. საქართველოში უახლოეს მომავალში დაგეგმილია საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ამ ქვეპროგრამის დახმარებით მოხდება აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა (მგზავრობა), მათთვის სპორტული ინვენტარის შესყიდვა, სპორტული პრიზების – თასების შესყიდვა, შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის საწევრო შენატანის გადახდა. ყველაფერი ეს ხელსშეუწყობს სპორტსმენებს სასწავლო-საწვრთნო პროცესის წარმართვაში, სხვადასხვა სახის რეგიონალურ და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობის მიღებაში, რაც იქნება მოსამზადებელი ეტაპი, რათა აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები მოხვდნენ საქართველოს ნაკრებ გუნდებში და ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყნის სახელი. 4.2.2. ტურნირები და აფხაზეთის ღია პირველობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ქვეპროგრამის კოდი 06 08 02) (ამოღებულია) 4.2.3 ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოვება (ქვეპროგრამის კოდი 06 08 04) სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლების სახელმწიფო უზრუნველყოფის შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის მიზნით მნიშვნელოვანია სათანადო დახმარებისა და შეღავათების გაწევა სპორტში მოღვაწე პენსიონერების, ობლების, ხელმოკლე ოჯახებსა და ინვალიდებისათვის. პროგრამის მიზანია აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენების, დამსახურებული მწვრთნელებისა და სპორტის მუშაკების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვების ღონისძიების მოწყობა. 4.2.4 აფხაზეთის სპორტის შესახებ წიგნის ბეჭდვა (ქვეპროგრამის კოდი 06 08 05) (ამოღებულია) 4.3. კულტურული ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 10) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროაცნობიერებს აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურულიდა უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, რომელსაცთავისი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადასაკაცობრიო ფასეულობათა შექმნაში. ვინაიდან, კულტურულ მემკვიდრეობას წვლილი შეაქვს ინდივიდუალურ და საერთო იდენტობის ფორმირებაში, ხელს უწყობს სოციალურ და ტერიტორიულ ერთიანობას და აქვს ეკონომიკური ღირებულება. შესაბამისად აუცილებელია შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვნად შესწავლა, შენარჩუნება და გადაცემა მომავალი თაობებისათვის. როგორც ვიცით, აფხაზეთის მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა მუდმივად კარგავს თავის ავთენტურობასა და უნიკალურობას, მასზედ განხორციელებული ვანდალური აქტების შედეგად. საფრთხის წინაშეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობაზე და დევნილ ახალგაზრდებზე ახდენს უარყოფით გავლენას. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანია ყურადღება მიაპყროს და რეაგირება მოახდინოს აფხაზეთის კულტურისფასეულობათა დაცვის და პოპულარიზაციის საკითხებზე. გამოიჩინოს სიფხიზლე და არ დაუშვას საქართველოში-აფხაზეთის კულტურული ფასეულობების მიმართ ნიჰილიზმის დანერგვა. კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ ფასეულობათა დაცვისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმიანობაში. გააცნობიეროს კულტურისგანსაკუთრებული როლი სოციალური თანხმობის, ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებისათვის და ამ მიზნების განსახორციელებლად უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობა. 4.3.1 სამეცნიერო კონფერენცია (ქვეპროგრამის კოდი 06 10 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მომზადდება კონფერენციის დებულება, მონაწილეობის მსურველთა სარეგისტრაციო ანკეტა დასამტკიცებლად წარედგინება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრს, რის შემდეგაც განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები/მომხსენებლები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ უახლეს შრომებს აფხაზეთის თემატიკასა და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ამ კუთხით, ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერითა და შეფასებებით. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა. 4.3.2 აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაცია საზღვარგარეთ (ქვეპროგრამის კოდი 06 10 04) (ამოღებულია) 4.3.3 „საველე ბანაკი (შემეცნებითი ტურები, ექსკურსიები, არქეოლოგიური ბანაკი)“ (ქვეპროგრამის კოდი 06 10 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის საქართველოს რეგიონებში შემეცნებითი ტურების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული ადგილების მონახულება-გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს ისტორიულ-არქიტექტურული სტილის აღქმას, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ცოდნის ამაღლებას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. 4.3.4. ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ (06 10 09) (ამოღებული) 4.3.5. „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების ონლაინ რუკა“ (06 10 10) (ამოღებულია) 4.3.6 „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ (ქვეპროგრამის კოდი 06 10 11) ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში – ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტის მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის – აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საელქციო კურსის ფარლგებში თემები თემატურად და თანმიმდევრულად იქნება წარმოდგენილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის განხორციელების მიზნით ყოველწლიურად უზრუნველყოფს ქ. თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლის შერჩევას. ქვეპროგრამის განხორციელების მხარდამჭერები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. 4.3.7. საგამომცემლო სერია: აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (ქვეპროგრამის კოდი (06 10 12) აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ვანდალური აქტების შედეგად აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის პირვანდელ სახეს და ავთნტურობას. ჩვენი მიზანია შევქმნათ გამოცემები, რომლებიც რეალურად ასახავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურულ ფასეულობათა მიმართ მიმდინარე პროცესებს და წარმოადგენენ მათ ავთენტური სახითა და ისტორიით. ამას ემატება რუსი მეცნიერების მცდელობა აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოაჩინონ ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნაგებობებად, თითქოს მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ ხუროთმოძღვრებასთან. ქვეპროგრამის მიზანია ყოველწლიურად თითო მნიშვნელოვან ნაგებობაზე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის მომზადებას, რომელიც გამოიცემა ორ – ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი მთლიანად დაეთმობა ერთ ნაგებობას, რაც საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად ვიმსჯელოთ ამ თუ იმ ნაგებობის ისტორიაზე, ხუროთმოძღვრებაზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. 4.3.8 კულტურული მემკვიდრეობა „ვიკიპედიაში“ (ქვეპროგრამის კოდი 06 10 13) საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ნორჩ ისტორიკოსებტან ერთად, სადაც ჩართული არიან აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნა ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელიც განთავსდა მსოფლიო ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოღჩენილი 177 ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობისა და მათი ნაშთების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს მსოფლიო ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალა ვიკიპედიაში ითარგმნა სომხურ ენაზე. მსგავსი ტიპის თარგმანი სხვადასხვა ენებზე ხელს შეუწყობს მსოფლიო დონეზე აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობებზე ზუსტი ინფორმაციის არსებობას. 4.3.9 ექსკურსიები დევნილი ახალგაზრდებისთვის (ქვეპროგრამის კოდი 06 10 14) აფხაზეთის საჯარო სკოლის და აფხაზეთიდან დევნილი ადგილობრივი მოსწავლეები სოციალური პირობების გამო ნაკლებად არიან ჩართულნი საქართველოს რეგიონებში ისტორიული ადგილების გაცნობა-შესწავლის პროცესში. მაშინ, როდესაც მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ერთმანეთთან დამეგობრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაშქრობების მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ისეთი კატეგორიის ახალგაზრდების მონაწილეობას, რომლებიც რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას. ექსკურსიები იქნება ერთდღიანი საქართველოს ღირშესანიშნავ ტერიტორიებზე. 4.3.10 ბუკლეტი „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ (ქვეპროგრამის კოდი 06 10 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს განაახლოს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ ბუკლეტი, რომელიც 2015 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა. აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობა წარმოდგენილი იქნა უახლესი ფოტომასალით და ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერით. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ ბუკლეტის შევსებას – დაახლოებით 10 ნაგებობის დამატებას მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხელახლა გამოიცეს „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ ალბომი, რომელშიც დამატებით შევა ის მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც პირველ ეტაპზე კატალოგში არ იყო მოქცეული. ამასთანავე კატალოგში პირველ გამოცემაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოდგენილი იქნება ახალი ფოტომასალით. 4.4. „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“ (06 26 02) (ამოღებულია) 5.სოფლის მეურნეობა 5.1 მცენარეთა დაცვითი და ინვაზიურ დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამები (პროგრამის კოდი 12 02) (ამოღებულია) 5.1.1 „ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები“ (12 02 01) (ამოღებულია) 5.1.2 „მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა“ (12 02 02) (ამოღებულია) 5.1.3 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები – (პროგრამული კოდი 12 02 03) (ამოღებულია) 5.1.4 მდ. ენგურის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეზე მცხოვრებ დევნილ ფერმერთა შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა (12 02 04 ამოღებულია) 5.1.5 „დევნილთა კოლექტიურ ცენტრში კეთილმოწყობისა და გამწვანების ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 18 07 02) დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი განსახლების საფუძველზე, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ და დონორმა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, რის შედეგად არაერთ რეგიონში შეიქმნა ან რეაბილიტირებულ იქნა განსახლების კოლექტიური ცენტრები. ათასობით დევნილმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები. თუმცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის მასშტაბურობამ ზოგიერთ კოლექტიურ ცენტრში წარმოშვა ცალკეული პრობლემები, კერძოდ ეს ეხება ტერიტორიის კეთილმოწყობას, მწვანე საფარის შექმნას, დასვენებისა და გართობის საშუალებებს. პროგრამის მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში განთავსებულ აფხაზეთიდან დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ბაშვებისათვის დასვენებისა და გართობის კუთხის მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება, მათ შორის ამ მიზნით წყლის მიწოდების სისტემაში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა და გარდაბნის რაიონის სოფ.ვაზიანის დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები მოსახლეობის სანიტარიულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.1.6 „მაღალეფექტური მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის (ლურჯი მოცვი) წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ (18 07 03) დასავლეთ საქართველოში ათასობით დევნილს აქვს საკუთრებაში სხვადასხვა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ბევრი მათგანი დაინტერესებულია კენკროვანი კულტურების გაშენებით. მიღწეულ იქნა ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ლურჯი მოცვის ნერგების გამოყვანით და პლანტაციების გაშენებით. საბოლოო ჯამში მსოფლიოში წამყვან კომპანიასთან „FALL GREEK FARM&NURSERY” მოლაპარაკებები ზემოთაღნიშნული აქტივობების კუთხით თანამშრომლობის შესახებ. პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივ და სხვა საერთაშორისო კომპანიებთან კომუნიკაცია. თუმცა სააგენტოს არ გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობის სახით, რის გამოც სხვადასხვა კერძო პირებთან და კომპანიებთან გაიმართა მოლაპარაკებები და საბოლოო ჯამში გაფორმდა 30 ჰა მიწის ფართობის (ხობის რაიონი, სოფ. შუა ქვალონი) მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულება შეღავათიანი ნულავანი განაკვეთის 2 წლიანი პერიოდით, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ნაწილი ჩაითვლება იჯარის გადასახადათ. ზემოთაღნიშნული მიწის ფართობის PH 4.0-4.5 ფარგლებშია, რაც სრულად შეესაბამება ლურჯი მოცვის გაშენების მოთხოვნებს. პროგრამის მიზანია დევნილთა მიერ მრავალწლიანი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვისა, სანერგისა და თანამედროვე საკონსულტაციო სერვის ცენტრის ორგანიზების გზით. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოების მეორე ეტაპს, რომლის ფარგლებში მოხდება ტერიტორიის მომზადება პლანტაციისა და სანეგრის გასაშენებლად – შემოღობვა, სადრენეჟე სისტემის რეაბილიტაცია, ნიადაგის პირველადი მომზადება და სხვა. პროგრამის სრული განხორციელება – ხელს შეუწყობს მინიმუმ 15 აფხაზეთიდან დევნილის მუდმივ დასაქმებას და 300-მდე დასაქმდება სეზონურად, გარდა ამისა 50-მდე დევნილი ფერმერი შეძლებს მნიშვნელოვანი შეღავათებით პლანტაციების გაშენებას და თანამედროვე აგრონომიული მომსახურების სრული პაკეტის მიღებას (ნიადაგის მომზადება, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ.). რაც მნიშვნელოვანია პროგრამის სრულად რეალიზაციის შემდგომ მოხდება მიღებული შემოსავლების რეინვესტირება აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიზნით. 5.1.7 „კოლხური ბზის გადარჩენის ღონისძიებები ფარგლებში საბაზისო სანერგე მეურნეობის ფუნქციონირება და დევნილი ახალგაზრდებისათვის ეკოსაგამანთლებლო სივრცის მოწყობა“ (18 07 04) 2010 წლიდან ჯერ აჭარის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში გავრცელება დაიწყო დაავადებამ ბზის დამწვრობა, რომლის გამომწვევია სოკო – Cylidrocladium buxicola. 2014 წლიდან დაიწყო გავრცელება აფხაზეთის ტერიტორიაზე და ფართოდ მოედო დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც. შედეგად კოლხური ბზის მასივები მნიშვნელოვნად დაზიანდა ან განადგურდა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთში მიყენებულმა კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია – 80%-მდე ბზის ფართობი ფაქტიურად განადგურებულია. შექმნილი მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის და ექსპერტების მხრიდან ფასდება, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობამ, კერძოდ სოფლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ პროექტი.ზემოთაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს. კერძოდ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში ქ. თბილისის მერიის მიერ უზუფრუქტის ფორმით 10 წლის ვადით გადმოცემულ ფართობზე კოლხური ბზის სანერგეს მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა (ზემოთაღნიშნული სანერგის მოწყობა არის ვალდებულება განსაზღვრული ქ.თბილისის მერიის ბრძანებით №61.01171314 11.05.2017 უსასყიდლო უზუფრუქტის პირობები მუხლი.14), კოლხური ბზის სანერგის შემდგომი ფუნქციონირებისა და ზოგადად ამ პროგრამის განვითარებისათვის მიზანშენილია ამ ტერიტორიაზე დაიწყოს დახურულ სივრცეში – სათბურში ნერგების გამოყვანა, მისი შემდგომი რეალიზაცია, ტერიტორიის დამატებითი კეთილმოწყობა. 5.2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის პროგრამები (18 09) 5.2.1 საშიში ინფექციური (ზოონოზური) დაავადებების საწინააღმდეგოდ იმუნიზაციის ჩატარებისა და ეპიზოოტური კეთილსაიმედობის შენარჩუნების პროგრამა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (18 09 01) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის, მათ შორის მეცხოველეობის მეფუტკრეობისა და მეფრინველეობის პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ვეტერინარული მომსახურების გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში ტყის მასივში საგრძნობლად მომრავლდა მტაცებელი ცხოველები და მღრღნელები, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ საშიშ დაავადებების გავრცელების კერებს, როგორიცაა ჯილეხი, თურქული, ნოდულარული დერმატიტი და ცოფი. ბოლო წლების განმავლობაში მიუხედავად ჩატარებული იმუნიზაციისა ადგილი ჰქონდა, როგორც გარეული ცხოველების, ასევე შინაური ცხოველების დაკბენით ადამიანების ცოფით დაინფიცირების შემთხვევებს, საიდანაც 3 შემთხვევაში დადგა ლეტალური შედეგი. შექმნილმა მდგომარეობამ წარმოშვა გადაუდებელი აუცილებლობა შინაური ცხოველების სრულ სულადობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით აფხაზეთის რეგიონალური სამმართველოს ვეტსპეციალისტებთან ერთად იძულებითი იმუნიზაციის ჩატარება გახდა საჭირო მიმდინარე წლის ივნის-ივლისის თვეებში. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს აფხაზეთის რეგიონალური სამმართველოს ვეტსპეციალისტებთან ერთად საშემოდგომო იმუნიზაცია დაწყებულია და მიმდინარეობს ვეტსპეციალისტების სრული მობილიზაციით. პროგრამის განხორციელების ეფექტურობის ამაღლების მიზნით ვეტერინარ ექიმებს ჩაუტარდებათ გეგმიური და საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური ტრენინგები საშიშ ინფექციურ დაავადებათა მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ: აცრილ და მკურნალობა ჩატარებულ ცხოველიდან მიღებული რძის პროდუქტებისა და ხორცის საკვებად ვარგისიანობისათვის დაყოვნების პერიოდზე, უსაფრთხოების წესების დაცვაზე, ლეშების ლიკვიდაცია და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე. 5.2.2 „მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა“ (18 09 02) (ამოღებულია) 5.2.3 მდ. ენგურის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეზე მცხოვრებ დევნილ ფერმერთა შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა“ (18 09 03) ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მდებარე ადმინისტრაციული რაიონებში – გალი, ზუგდიდი, წალენჯიხა – მოსახლეობა მეტწილად დასაქმებულია აგრარულ სექტორში და შესაბამისად მათ შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. პოსტსაბჭოთა პერიოდში ბაზარზე არსებულმა მოთხოვნებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა მრავალწლიანი კულტურების გაშენების კუთხით, კერძოდ ჩაი და ნაწილობრივ ციტრუსი ჩაანაცვლა თხილმა. ამ კულტურის მიერ დაკავებული ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მხოლოდ გალის რაიონში დაახლოებით 18 000 ჰა-ზეა გაშენებული თხილი. ერთის მხრივ, თხილის ფართობების მასშტაბური ზრდა და მეორეს მხრივ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე აგროსერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდობა მიზეზი გახდა კომპლექსური პრობლემების. ხშირ შემთხვევაში ნიადაგის შესწავლისა და მინიმალური აგროტექნიკური ღონისძიებების გარეშე ხდებოდა თხილის გაშენება, ცალკე პრობლემა იყო ხარისხიანი სანერგე მასალა. ზემოთაღნიშნულმა ფაქტორებმა თხილის კულტურიდან მიღებული შემოსავლები მინიმუმამდე დაიყვანა – დაეცა მოსავლიანობა და მათ შორის, მავნებელ-დაავადებების გავრცელების შედეგად პროდუქციის ხარისხი. პროგრამის მიზანია გალის ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილების შემოსავლების ზრდა და შესაბამისად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თხილის მაღალშემოსავლიანი ნერგების პოპულარიზაციისა და ფერმერთა პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესების გზით. 5.3 „დევნილთა კოლექტიურ ცენტრში კეთილმოწყობისა და გამწვანების ღონისძიებები“ (12 05) (ამოღებულია) 6. ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა (პროგრამების ადმინისტრირება და მართვა) 6.1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო – (პროგრამული კოდი 01 00) კანონშემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება. აუცილებელი ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, აფხაზეთის მომავლის პოლიტიკური სტატუსისა და კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავებას. მჭიდრო საქმიანი კავშირების დამყარება ქვეყნის საკანონმდებლო და ცენტრალურ აღმასრულებელ სტრუქტურებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებისათვის სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა, ამ უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩართულობის ხარისხის ამაღლება. შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაში აქტიური მონაწილეობა. გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ქართველთა ეთნიკირი წმენდა, იკრძალება სწავლა ქართულ ენაზე, ნადგურდება ქართული ისტორიული და კულტურული ძეგლები, გასააქტიურებელია მუშაობა საერთაშორისო კომპეტენტურ ორგანოებთან (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი...) რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის მამხილებელი მასალების მოძიება, ობიექტური სინამდვილის გასაჯარისება, სისტემური კონტაქტების უზრუნველყოფა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მეგობარი და წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელებისათვის, მათ პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო სექტორში მხარდამჭერთა მოძიება და მათი დახმარებით სეპარატისტული რეჟიმის არაღიარების პოლიტიკის გააქტიურება. დეოკუპაციის თემის საერთაშორისო პოლიტიკური პროპაგანდის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. 6.2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურება და დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური რესურსების მობილიზება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების აქტიური ჩართულობა კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ დარეგულირებაში; აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკური და სამეცნიერო-აკადემიური წრეებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საერთაშორისო კონფერენციებისა და მედიაფორუმების ორგანიზება, სამუშაო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ექსპერტების ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველყოფა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მონაწილეობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ იმპლემენტაციის პროცესში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. 6.2.1 აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო (პროგრამული კოდი 02 02) (ლიკვიდრებულია) 6.2.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო“ ( პროგრამული კოდი 02 04) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის მართვის, საქმის წარმოების სრულყოფისა და საარქივო ფონდის განვითარების მიზნით: – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალური სახით, საარქივო ფონდის დოკუმენტების ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება; – აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა; – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა; – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფა, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; – აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავება. 6.3 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (პროგრამული კოდი 05 01) – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება; სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების რეჟიმში გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგებში ჩართვის ხელშეწყობა; – ქვეყანაში აღიარებული პრიორიტეტული მიმართულებებით პროგრამების შემუშავება და შესაბამისად, დევნილი მოსახლეობისათვის პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; – სამედიცინო დაწესებულებათა მოქმედ ფედერალურ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო აქტივობის (სამედიცინო ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ) დაწესებულებებში მიმართვები) ამაღლება; – მოსახლეობაში სამედიცინო (სანიტარიულ-ჰიგიენური) განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა; – ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დევნილთა სამედიცინო და სოციალური დახმარების ასპექტში; – დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) და მოქმედი სამედიცინო და სოციალური დახმარების შესახებ. 6.4 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (პროგრამული კოდი 06 01) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ზოგადი განათლების სფეროში და სამშვიდობო განათლების პოლიტიკის განხორციელება აფხაზეთის საჯარო სკოლებში და დევნილ ახალგაზრდებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ორგანიზება, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელშეწყობა ეროვნული შეფასებების განხორციელებაში. ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგებისათვის საგნობრივი ტრენინგების პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა; სამშვიდობო განათლების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების და მთელი ცხოვრების განმავლობაში საბაზო კომპეტენციების დაუფლების პროგრამების განხორციელებაზე ხელშეწყობა; ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ასოციაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება; პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, კინო, ქორეოგრაფია) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ.) მოღვაწეობა, ხელშეწყობა და მოღვაწეობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება, ხალხური ხელოვნების დანერგვის (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებგვერდების, ფილმების მომზადება; შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; სამშვიდობო განათლებისა და კულტურის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ორგანიზება-კოორდინაციაზე ზრუნვა; სამინისტროს მართვის სფეროში ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება; ბავშვთა და ახალგაზრდების საქმეთა სფეროში სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზის დადგენა. 6.4.1 ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (პროგრამული კოდი 06 02) 6.4.2 გალის რაიონის საგანამანათლებლო რესურსცენტრი (პროგრამული კოდი 06 03) რესურსცენტრების მიზანია განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას; კონტროლს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, პროფესიულ და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში; წარუდგენს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე საჯარო სკოლების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ; ხელს უწყობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენების –ქართულისა და აფხაზურის – განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე; ახორცილებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას; ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 6.5 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 10 01) (ლიკვიდაცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან) 6.5.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო (პროგრამული კოდი 10 02 გადავიდა 02 04 პროგრამულ კოდზე) 6.6 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (პროგრამული კოდები 11 01, 08 00, 13 01, 14 01, 15 01) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და მათთვის შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევა მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მათი ფსიქოლოგიური ფონის გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების დონის განვითარება –ამაღლებას. კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლისა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი; დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი და ზემდგომი ორგანოებისთვის მიწოდება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების საქმინობის კოორდინაცია; აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეების სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზაციების მოქცევა კანონმდებლობის ჩარჩოში. 6.7 აფხაზეთის ავტონომიური სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპრტამენტი (პროგრამული კოდი 12 01) (ამოღებულია) 6.8 სსიპ – „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ (პროგრამული კოდი 12 03 ამოღებულია) 6.9 აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო (პროგრამული კოდი 18 01) – საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა და გამჭვირვალობა; – საბიუჯეტო დაწესებულებებში საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრება; – აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსება; – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა შემოსავლების დამატებითი წყაროების მოძიების მიზნით, რათა ბიუჯეტში გაიზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსების ხვედრითი წილი; – ხაზინის მეშვეობით აფხაზეთის ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯების ოპერატიული კონტროლის დაწესება კანონმდებლობის შესაბამისად; – დაწესებულებათა საფინანსო სამსახურებისათვის შესაბამისი მეთოდური მითითებებისა და ლიტერატურის მიწოდება, კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება; – მხარჯავი დაწესებულებების მიერ შესყიდვების განხორციელებისას კონტროლის დაწესება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სტატისტიკური ანგარიშების მიღება-დამუშავება, სტატისტიკური ბიულეტენებისა და კრებულების გამოშვება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანალიტიკური ბარათების მომზადება დარგთა ჭრილში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონებისა (უძრავ-მოძრავი) და წილების – აქციების მართვა, განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობის გაღრმავება იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. 6.9.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივ ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 18 02) აფხაზეთის ეკონომიკის დარგების მდგომარეობის ანალიზი, ურბანული დაგეგმარების, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, აფხაზეთიდან დევნილებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი. 6.9.2 სსიპ – „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო“ (პროგრამული კოდი 18 03 01) აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მონიტორინგი; აფხაზეთის გეოლოგიური ფონდური მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი; მინერალური რესურსების საბადოების ეკონომიკური შეფასება; გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა და მინერალური რესურსების უკანონო მოპოვების მონიტორინგი თანამედროვე დისტანციური მეთოდებით. 6.9.2.1 შავი ზღვის სანაპირო ზოლის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი, მართვის სტრატეგია და სენსიტიურ უბნებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მეთოდები (პროგრამული კოდი 18 03 02) სანაპირო ზონის მორფოდინამიკურ წონასწორობის რეანიმაციის შესაძლებლობის მოძიება ლითოდინამიური პროცესების მართვის გზით ყოველი დინამიკურ რაიონის ფარგლებში. დასმული ამოცანის გადაწყვეტა ითვალისწინებს პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირების მიღწევას და მის შემდგომ შენარჩუნებას ყველა ქვესისტემაში. ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ისტორიულ წარსულში არსებული ლითოდინამიური პირობების ხელოვნურად შექმნის გზით. 6.9.2.2 – დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში კომპლექსური კვლევების ჩატარება, გასატარებელი ღონისძიებების დასახვა (პროგრამული კოდი 18 03 03) პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტთა კადასტრული ხასიათის ინფორმაციული სისტემის შექმნას (რუკა) და მოპოვებული ინფორმაციის შედეგად მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის ფორმირებას. ამ ორი კომპონენტის დანერგვა ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად დაგეგმოს პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული აქტივობები, სწორად დაგეგმოს პოლიტიკა და ადვილად იქნეს მიღწეული გაზომვადი შედეგი. 6.9.3 სსიპ – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“ – (პროგრამული კოდი 18 04) სამოქალაქო ინტეგრაცია და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, გავრცელება. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის საშუალებით; ქართველთა და აფხაზთა შორის დიალოგის, სახალხო დიპლომატიის, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა. 6.9.4 სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (პროგრამული კოდი 18 06) მეწარმე სუბიექტების კოორდინაცია, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა. 6.9.5. სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო (პროგრამული კოდი 18 07 01) ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, როგორც უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონის მნიშვნელოვნად შემცირების ქმედითი ინსტრუმენტი. შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება და ღირსეული შემოსავლებით უზრუნველყოფა მოითხოვს სხვადასხვა დონეზე სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს, რაც გულისხმობს ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნას, მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების განხორცილებას და ა.შ. მიუხედავად იმისა. რომ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე ბევრი გაკეთდა ბიზნესის ხელშეწყობისათვის ჯერ კიდევ აქტუალურია ფინანსურ რესურზე და მატერიალურ-ტექნიკურ აქტივებზე ხელმისაწვდომობა, დაბალ დონეზეა ბიზნესის, განსაკუთრებით მცირეს შემთხვევაში, წარმოების უნარ-ჩვევები. ეს საკითხი ასევე აქტუალურია დევნილ მცირე ან დამწყები მეწარმეებისათვის. პროგრამის მიზანია დევნილთა მცირე ბიზნესის, მათ შორის აგრარული მიმართულებით მხარდაჭერა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური მცირე აქტივებით უზრუნველყოფის გზით პროგრამის სამიზნე ჯგუფია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დევნილი ქალი და ახალგაზრდა მეწარმეები, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესის განვითარება ისეთ სექტორებში, როგორიცაა – მომსახურების სერვისი, პირველადი აგროპორდუქციის წარმოება და სხვა. 6.9.6 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 18 08) – გალის რაიონის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახლებული, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, მათი უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით, შესაძლებლობის ფარგლებში; – დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა მცირე ბიზნეს პროექტების შემუშავებაში და მათი პრაქტიკული განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ფინანსური ხელშეწყობით. აგროსასურსათო სექტორში მოსალოდნელი პროექტების შესახებ დევნილთა ინფორმირება, დევნილ მოსახლეობაში არსებული ბიზნეს საქმიანობის მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი სტიმულირება. – გალის რაიონში მოსახლეობისათვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა, მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი და საკარანტინო ზედამხედველობის გატარება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება. 6.9.7 ა (ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ (პროგრამული კოდი 18 10) სახელმწიფოს (მათ შორის აფხაზეთის ა/რ-ის) და კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საზოგადოების მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ასევე სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, ნებისმიერი კანონიერი გზით, დახმარების გაწევა მეწარმეობის განვითარებასა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში; სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, განათლებისა და ბუნების დაცვის სფეროებში სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება. საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და ჰუმანიტარული სახის მხარდაჭერა. 6.8 იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 19 01) იუსტიციისა და სამოქალაქო იტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება იუსტიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია. მინისტრის აპარატი, სტრუქტურული ერთეულის – იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალშემოქმედებით საქმიანობას, კერძოდ, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და სამართლებრივ ექსპერტიზას, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კანონმდებლობასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან. საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გზით. „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისების და გამყარების მიზნით, მინისტრის აპარატი სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროექტების მომზადებას და განხორციელებას. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად მინისტრის აპარატი ახორციელებს როგორც, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას ასევე ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელებას, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობას. თავი VІ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ლარებში
|
მუხლი 2 |
კანონი ძალაშია გამოქვეყნების დღიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
2 მარტი 2020 წ. ქ. თბილისი NN - 2 ს |
დოკუმენტის კომენტარები