„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017297
65
04/03/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
200090000.22.033.017297
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №65

2020 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 71- მუხლის:

ა) მე-7 და  71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით  დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად.“;

) 72 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 71 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.“.

2. 861 მუხლის:

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

 22. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განცხადება, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება განცხადების შესწავლის შედეგად.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 22 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული აქციზის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი დანართი №IV–10​1 შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი