„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016375
6
02/03/2020
ვებგვერდი, 10/03/2020
010250020.35.164.016375
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 2 მარტი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018 წ. 010250020.35.164.016285), კერძოდ:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისგან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და  ხელშეკრულებებით.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ)“ და „ჯ)“ პუნქტი:

„ხ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;

„ჯ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი