„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021853
144
02/03/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
470000000.10.003.021853
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2020 წლის 2 მარტი

   ქ. თბილისი

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №18 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-9 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„თ) პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიერ შესაძლებელია „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდება;

ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვის ლიმიტი 116.8 ათასი ლარი);

კ) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების პერიოდში პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება თავისუფლდება პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისთვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამული სერვისის განხორციელების ვალდებულებისგან.“.

მუხლი 2
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, დამატებითი რეგულაციები გაიწეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია