„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017296
64
04/03/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
200090000.22.033.017296
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №64

2020 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 772 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში მოყვანილი  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.“.

2.  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თამბაქოს ნაწარმის წარმოებად:

ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით განიხილება იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაზავის მომზადება და დაჭრილი თამბაქოს მომზადება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, შეფუთვა და შენახვა);

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების მიზნებისათვის არ განიხილება ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური აწარმოებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისათვის.“.

3. 81 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

4. მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი