დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016328 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილებები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017; სარეგისტრაციო კოდი 010320020.32. 057.016236) დადგენილებით დამტკიცებულ:
ა) დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი: „ფ1) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის ორგანიზება, სამინისტროს პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებების ანალიზი, სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა.“; ბ) დებულების 91 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევაში საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნ-ველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები