დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016499 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/03/201, 010250050.35.163.016460).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ მე-9 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს რომლის 50% - ზე მეტი წილის მფლობელი არის თელავის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა სპეციალური საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“ 2. დადგენილებას დაემატოს მუხლი 41 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასაცემი საშვის ფორმა დამტკიცდეს დანართი №5-ის შესაბამისად.“. 1. დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.
|
| მუხლი 2 |
|
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასაცემი საშვის ფორმა
|
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები