დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016498 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2020 - 26/02/2021)
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –
სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №03 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 31/01/2019, 010250050.35.163.016452). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება
|
| ||||||||||||||
დანართი №2
|
ქალაქ თელავის ზონირების რუკა
|
. |
. |
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია შესაბამისი ზონების მიხედვით. „მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შესაბამის ზონაზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით CN=IMG X ITL XCXK , სადაც:
1.1. CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2. IMG - არის თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 1.3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; 1.4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; 1.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრულია შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 9.54 ლარს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს №3 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 4.77 ლარს. 5. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 9.54 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება №3 დანართის მე-2 პუნქტით დადგენილი ფასი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები