„შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.135.016246
2
28/02/2020
ვებგვერდი, 10/03/2020
190020020.35.135.016246
„შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 28 თებერვალი

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილების დანართში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.135.016244) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის 06 02 08 კოდით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა დახმარების პროგრამის აღწერა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს. კერძოდ: ომში დაღუპულების, ვეტერანებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს. ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების, ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებისთვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევას. პროგრამას არეგულირებს 1995 წლის „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების, ვეტერანებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ვეტერანთათვის თხევადი აირით უზრუნველყოფას კვარტალში ერთხელ.“.

ბ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის 06 02 04 კოდით გათვალისწინებული ოთხ და მეტ მცირეწლოვან (18 წლამდე) ასაკის ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2 ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი, დედანთან ერთად;“

გ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის 06 02 04 კოდით გათვალისწინებული ოთხ და მეტ მცირეწლოვან (18 წლამდე) ასაკის ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნას 2.3. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი − „მშობლების ქორწინების მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე