დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.133.016298 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 ივლისის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.133.016268) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი და მისი ოდენობა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 1 ლარით;“; ბ) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დანართი 1“- ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ – საქართველოს კანონების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს“.“ გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დანართი 1“-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მშენებლობის მოსაკრებლის განაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეადგენს ახლად აშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით.“; დ) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დანართი 1“- ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები