დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016431 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №8 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016387; ვებგვერდი - www.matsne.gov.ge: 16.02.18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განისაზღვროს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი დანართი №3 შესაბამისად.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების ფორმები №4, №5, №6 დანართების შესაბამისად.“ ე) დადგენილებით დამტკიცებული №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). ვ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შემოწმების აქტის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.“ ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №7 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი
|
1.
სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო, ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, რომელიც საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით” დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებს (მითითება, შემოწმება, უწყება). |
2.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” XIV და XV თავებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ დადგენილ ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. |
დანართი №4
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
მითითება №შედგენის თარიღი --------------------------------- |
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილი);
მითითება წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. |
1.დამრღვევი პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---––––––––––––––––––––––––––––––– 3. დარღვევის სახეობა, შინაარსი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– -–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ––– მუხლის –––––– ნაწილის –––– პუნქტით. 4. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ––––––––––––––––––––––––––– ლარით. 5. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო გასცემს მითითებას: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. 6. დარღვევის გამოსწორების ვადა –––––––––––––––––––––––––––––––––––––– დღე. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს: სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ; მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ; საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის ან უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ. საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღოს ერთდროულად (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, („საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილი) იმ შემთხვევაში, თუ: მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ, არ არსებობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების საფუძველი, მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე გამოსწორდა, გარდა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. მითითება ცალკე არ საჩივრდება, შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად. 7. მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თუ ვერ ხერხდება სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ოფიციალურად სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა; სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; სამშენებლო ობიექტის ფასადი; მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). |
დანართი №5
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი № |
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“––––––––––– მუხლის –––––––––––– ნაწილის––– – პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად. |
1. შემოწმების აქტი დგება –––––––––––––––––––––––––––– გაცემული № ––––––––––
მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. 2. დამრღვევი პირი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– -–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) ________________________________________________________________________________ 3. ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. შემოწმებით დადგინდა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს: სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ; მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ; საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის ან უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ. საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღოს ერთდროულად (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, („საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილი) იმ შემთხვევაში, თუ: მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია, მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ, არ არსებობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების საფუძველი, მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე გამოსწორდა, გარდა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. 5. ჩვენ, შემოწმების აქტის შემდგენელნი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობა, სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ––––––––––––––––––––––––––––––––––––– სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. თანდასწრებით და ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ შედგა შემოწმების აქტი _____________________________ ________________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა ____________________________ ___________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა ___________________________ ________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა 8. შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თუ ვერ ხერხდება სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ოფიციალურად სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა; სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; სამშენებლო ობიექტის ფასადი; მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). |
დანართი №6
|
უწყება №
|
საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე
|
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით” შესაბამისად, დაბარებული ხართ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი _____________________________________________________ ობიექტის დასახელება და საქმის განხილვის თარიღი ________________________________________ საქმის განხილვის ადგილი ________________________________________________________________ საქმის განხილვის დრო ___________________________________________________________________ საქმის განმხილვევი თანამდებობის პირის ვინაობა ___________________________________________ უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. პირი, რომელსაც ჩაჰბარდა უწყება ___________________________________________ თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირადად ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. სამსახურის უფროსი უწყების განთავსების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
დანართი №7
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
შემოწმების აქტი №(სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ) |
______________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) |
1.
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება:
ა) მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისას; ბ) დამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას; გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას; ზ) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. |
2.
ჩვენ, შემოწმების აქტის შემდგენელნი:
_______________________________________________________________________________ თანამდებობა, სახელი, გვარი __________________________________________________________________________________ ; |
3.
დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ___________________________________________
სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი ______________________________________________________________________________________ თანდასწრებით და ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩატარდა სამშენებლო დოკუმენტაციის შემოწმება: |
4.
დამრღვევი პირი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
|
5.
ობიექტის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
6.
შემოწმებით დადგინდა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
7.
აქტის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
_____________________________ ______________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა _____________________________ _____________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა _____________________________ ______________________________ სახელი, გვარი (სრულად) ხელმოწერა
|
8.
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თუ ვერ ხერხდება სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ოფიციალურად სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა; სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; სამშენებლო ობიექტის ფასადი; მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში აგრეთვე, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი (საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 128-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები