„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53–22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 54-36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.016709
54-36
28/02/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
010250020.35.101.016709
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53–22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54-36

2020 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53–22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53–22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.101.016699) და დადგენილების:

1. პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.

2. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნებართვების მფლობელებისათვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად, 50%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65-ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით  მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურების“ (კოდი: 06 02 11) ქვეპროგრამიდან. ამავე ქვეპროგრამიდან განხორციელდეს ნებართვების მფლობელების მიერ წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით  მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესაბამისი თანხების ანაზღაურება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე