„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016459
6
28/02/2020
ვებგვერდი, 06/03/2020
010250050.35.161.016459
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  მე-20  მუხლის  საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  30/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016453) და

ა)  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის – ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01)) – მე-6 მუხლის –  „დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:“ – „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი.  საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი