დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №24 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016388 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №24 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა.“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
მუხლი 1 |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11800.7 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6519.1 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4574.2 ათასი ლარის ოდენობით.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 707.4 ათასი ლარის ოდენობით.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7094.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5729.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6030.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 301.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 4706.0 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო -1023.2 ათასი ლარის ოდენობით.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1078.9 ათასი ლარის ოდენობით.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 55.7 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლის ვალის მოცულობა 87.5 ათასი ლარის ოდენობით:
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 20 ათასი ლარის ოდენობით.“
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. 3. დასუფთავება და გარემოს დაცვა. 4. განათლება. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 7. სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობა“.
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 2803.1 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 5468.4 ათასი ლარით. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთვების და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1137.3 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთვრამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1952.6ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
19. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1215.8 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
20. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეოცე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 603.5 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
21. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეერთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით ( ათასი ლარი):
22. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ასიგნებების დაფინანსება ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.“. 23. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ასიგნებების გადანაწილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.“. 24. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2020 წლის განმავლობაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“. 25. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 26. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.“. 27. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. დავალიანებების დაფარვა მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.“. 28. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ბიუჯეტის განწერა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.“ 29. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 130,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 49,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 79,0 ათასი ლარი. გ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2,0 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“ 30. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სარეზერვო ფონდი 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 20.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები