„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლებს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლებს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016615
179
28/02/2020
ვებგვერდი, 06/03/2020
010250020.35.160.016615
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლებს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №179

2020 წლის 28 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08.02.2018 წ., 010250020.35.160.016455) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.“.
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში:
ა) დანართის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულება“;
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;“;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება“;
დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალურ პროგრამათა კოორდინაცია;
ბ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათან თანამშრომლობა, ბავშვთა განვითარების ერთობლივი ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება-ჩატარების კოორდინაცია;
დ) განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების და სემინარების ჩატარების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი განათლების, მუნიციპალურ საქმიანობაში ბავშვთა თანაბარი და ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
ზ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, საჯარო სკოლებსა და უმაღლესი სასწავლებლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით კულტურული და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების და დებატების ორგანიზების კოორდინაცია;
ლ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ნ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა;
ო) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
პ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა;
ჟ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
რ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა;
ტ) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;.
უ) საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე