დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.021841 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010110020.10.003.019058) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის:
1. 4.14 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.15 და 4.16 გრაფები: „
“. 2. 10.6 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.7 გრაფა: „
“. 3. 13.243 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13.244 გრაფა: „
“. 4. 28.31 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28.32 და 28.33 გრაფები: „
“. |
| მუხლი 2 |
1. პირები, რომლებსაც ამ დადგენილებაში მითითებულ სოფლებში 2020 წლის 31 მარტის შემდეგ მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ სტატუსის მინიჭების დღიდან.
2. პირები, რომლებსაც ამ დადგენილებაში მითითებულ სოფლებში 2020 წლის 1 აპრილამდე მიენიჭებათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ 2020 წლის 1 აპრილიდან.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები