„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.021844
133
27/02/2020
ვებგვერდი, 27/02/2020
010340000.10.003.021844
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2020 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010340000.10.003.019469) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და უფლებამოსილი ორგანოს სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში − მათი ავთენტურობა.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სალეგალიზაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ თვითწებად ქაღალდზე/შტამპზე ასახული უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლი წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, რომელიც ეყრდნობა ლეგალიზაციის პირველ ეტაპთან დაკავშირებით ასახულ მონაცემებს და უფლებამოსილია, გადამოწმების გარეშე განახორციელოს მონაცემების ნამდვილობის/ავთენტურობის დამოწმება. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ლეგალიზებული დოკუმენტის ნამდვილობის/ავთენტურობის გადამოწმება შესაძლებელია უნიკალური კოდის მეშვებით, შესაბამის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ დადგენილებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო მეორე ეტაპის შტამპის დოკუმენტზე დატანას უზრუნველყოფს ორგანო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გამოხატული  შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლეგალიზაცია ხორციელდება დამცავი საშუალებებით აღჭურვილი თვითწებადი ქაღალდის დოკუმენტზე ან ჩანართზე დაკვრით ან შტამპის დასმით.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი პირი ელექტრონული ფორმით მოითხოვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან დოკუმენტის გაცემას, აღნიშნული პირი უფლებამოსილია, ელექტრონული ფორმითვე მოითხოვოს ხსენებული დოკუმენტის ლეგალიზაცია.

2. დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული ფორმით მიმართვა, განმცხადებლის ხელმოწერის გარეშე, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებისათვის უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“.

5. მე-11 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე უფლებამოსილ  ორგანოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს პირველი ეტაპის ლეგალიზაციის განხორციელების ვადაში.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დანართზე სალეგალიზაციო შტამპისა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლის დასმაზე თანხმობას გამოხატავს ელექტრონულად შესაბამისი დასტურის გაგზავნის გზით.

4. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლის დოკუმენტის ჩანართზე დატანასა და ჩანართის დოკუმენტზე დართვას ტექნიკურად ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.“.

8. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ლეგალიზაციის ელექტრონული ან მატერიალური სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს სამართლებრივი აქტით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავენ ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანხმობით, უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს 10X10 სმ ზომის შტამპის დასმას დოკუმენტზე, ხოლო 10X8 სმ ზომის შტამპის დასმას დოკუმენტზე ახდენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (დანართი №2).“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №2

ლეგალიზაციის II ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის ნიმუში

 

შტამპის ნიმუში:

 

№ –––––––––                                                                                  ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის/შტამპის ავთენტურობას.

The Consular Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 

ხელმოწერა

Signature ––––––––                                                 

 

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია