„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016417
6
26/02/2020
ვებგვერდი, 02/03/2020
010250050.35.119.016417
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 26 თებერვალი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის  №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27/11/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016329) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის   კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

2.  დადგენილების პრიამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

3.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1- ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“' და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს“.

5.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე