დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-267/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 19/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 02-267/ო |
2020 წლის 19 თებერვალი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ |
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი 1) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრიზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №118, პუშკინის ქ. №120) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“. საფუძველი: შპს „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრის” დირექტორის მ. ქაჯაიას განცხადებები №179547, 30. 12. 2019წ. და №2743, 13.01.2020წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ნ 186-11, 13.02.2020წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №3, 17. 02. 2020წ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ შალიკაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები