„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016338
6
27/02/2020
ვებგვერდი, 04/03/2020
010260020.35.136.016338
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2020 წლის 27 თებერვალი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №59 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) განათლების და კულტურის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული;

ბ) სპორტის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული;

გ) ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპორტის  განყოფილება

სპორტის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტული ღონისძიებების მოწყობა;

ბ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების შედგენა;

გ) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა;

დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის ხელშეწყობა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ახალგაზდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება

ახალგაზრდობის საქმეთა და  ტურიზმის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების ტურისტული სერვისი ხარისხის, კვლევებისა და ანალიზის წარმოება;

ბ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) მიზნობრივი პროგრამების პროექტების შედგენა;

დ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშუტების მომზადება, შემუშავება და პრაქტიკული რეალიზება;

ე) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა;

ვ) საკურორტო სეზონის განვითარების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული სახალხო დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;

ზ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მისი მართვა და სისტემატიზაცია;

თ) სარეკლამო საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება;

ი) ადგილობრივი ტურისტული, კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ)  კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა;

ლ) ახალგაზრდობის ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ღონისძიებაში;

მ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა;

ნ) ახალგაზრდობის დასვენება სამთოგამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე