დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების,გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120000.35.116.016478 |
|
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 08/01/2020წ., სარეგისტრაციო კოდი: 240120000.35.116.016473)
შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის , 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261, 30-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპაიტეტის საკრებულო ადგენს:.“ 2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1.დამტკიცდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი“,დანართი №1-ის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 21. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს განკარგულებით. 2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – შესაბამისი დასახლებების ტერიტორიებზე; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში; ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,2 1 . გარე რეკლამის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასისა და სანებართვო პირობების განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის ნორმა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები