„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020010.32.057.016327
3
25/02/2020
ვებგვერდი, 27/02/2020
190020010.32.057.016327
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 05/03/2019, სარეგისტრაციო კოდი 190020010.32.057. 016306) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:

1. დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად დასახლებას არ გააჩნია რეგისტრირებული მოსახლეობა, ხოლო ფაქტობრივი მონაცემებით დასტურდება დასახლებაში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ამ დასახლებაში დასახლების საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულტაციების ჩატარების ორგანიზებასა და დასახლების საერთო კრების ოქმის/რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა და დასახლებაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად სამინისტროსათვის წარდგენას.“;

2. დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისათვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ დამატებით ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისათვის დამატებით გამოსაყოფი თანხის ოდენობა.“;

3. დანართის პირველი მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისათვის (შემდგომში – პროექტები) გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოსთან შეთანხმების შემდგომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადანაწილდეს იმავე მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქ-ტურული პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად შესაბამისი მომსახურების ან/და სამუშაოების შესასყიდად.

16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების შესაბამისად.“;

4.  დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);“;

5.  დანართის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;“;

6. დანართის მე-2 მუხლის   „ლ“,  „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე