,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016203
01-37
26/02/2020
ვებგვერდი, 27/02/2020
480610000.22.030.016203
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-37

2020 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების , ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №155 ბრძანებით (ვებგვერდი , 17.07.2012, სარეგისტრაციო კოდი : 480610000.22.030.016056) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 2. ბიუროს მიერ მომსახურების განხორციელება და მისთვის დადგენილი საფასური

1. სახელმწიფო ორგანოს , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათთან გათანაბრებული დაწესებულებების დაკვეთის საფუძველზე ბიურო ახორციელებს შემდეგ მომსახურებას :

) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების /დოკუმენტების პროექტების (შემდგომშიდოკუმენტი ) თარგმნას და ოფიციალურ დამოწმებას ;

) დოკუმენტის თარგმანის რედაქტირებას და ოფიციალურ დამოწმებას ;

) თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (სინქრონული თარგმანი და სხვა სახის მომსახურება );

) სინქრონული აპარატურით მომსახურებას ;

) ვიდეო და აუდიო დოკუმენტების თარგმნა და ოფიციალურად დამოწმებას ;

) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებას და კორექტირებული თარგმანის დამოწმებასსაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში .

2. ამ ბრძანების დანართით განისაზღვრება : ინგლისურ , გერმანულ , ფრანგულ , რუსულ , ესპანურ , იტალიურ , აგრეთვე აფხაზურ ენებთან დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ვადები და საფასურის ოდენობა .

3. იმ უცხო ენებზე , რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე -2 პუნქტით , ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით , ერთი გვერდისათვის ამ ბრძანების დანართით შესაბამისი მომსახურებისათვის განსაზღვრული ოდენობიდან 100-ლარამდე ოდენობის ფარგლებში .

4. ყველა უცხო ენაზე ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით , 1 საათში გაწეული მომსახურებისათვის 400-ლარამდე ოდენობით .

5. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით .

6. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით , ვიდეო ან აუდიო დოკუმენტის ყოველ წუთზე 50-ლარამდე ოდენობით .

7. ბიუროს მიერ ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტი დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად , შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს როგორც ნაბეჭდი , ისე ელექტრონული ფორმით .“.

2. მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ამ წესის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება .“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მახარობლიშვილი

დანართი

მომსახურების სახე

მომსახურებ ის ვადა

საფასურის ოდენობა ერთი გვერდისათვის (დღგ-ის გარეშე)

1

1-დან 15-გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება

7 სამუშაო დღე

25ლარი

2

16-დან 50-გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება

30 სამუშაო დღე

23 ლარი

3

50 გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმნა და ოფიციალური დამოწმება

განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

23 ლარი

4

დოკუმენტის აფხაზური ენიდან და აფხაზურ ენაზე  თარგმნა

განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

33 ლარი

5

1-დან 50-გვერდამდე მოცულობის მქონე დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება

7 სამუშაო დღე

5 ლარი

6

50- გვერდზე მეტი მოცულობის მქონე დოკუმენტის თარგმანის რედაქტირება და ოფიციალური დამოწმება

განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

12.5 ლარი