„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017024
529
05/05/2020
ვებგვერდი, 05/05/2020
040030000.22.027.017024
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №529

2020 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 392 მუხლი:

მუხლი 392. ქორწინების რეგისტრაცია სპეციალური სარიტუალო მომსახურებით

1. დასაქორწინებელი პირები, რომლებსაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება – ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარება, უფლებამოსილი არიან მიმართონ სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, რომელშიც უნდა მიუთითონ ის ქორწინების სახლი ან სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომლის მომსახურების მიღებაც სურთ მათ. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. დასაქორწინებელი პირი უფლებამოსილია, სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით წარადგინოს მოთხოვნა სპეციალური სარიტუალო მომსახურების მიღების თაობაზე (ქორწინების რეგისტრაციის დაჯავშნა). მოთხოვნაში უნდა მიუთითოს:

ა) ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურს მომსახურების მიღება (ირჩევს ვებგვერდზე განთვსებული ჩამონათვლიდან);

ბ) მომსახურების მიღების სასურველი დღე და საათი სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარში;

გ) მოთხოვნა სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში და იმ ადგილისა და შენობის შესახებ, სადაც სურს მომსახურების მიღება.

3. დაჯავშნასთან ერთად, დასაქორწინებელმა პირმა უნდა გადაიხადოს ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასურის 50% პროცენტი.

4. ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში, დაჯავშნიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების მიღების დღემდე ერთი სამუშაო დღით ადრე (მომსახურების გამწევი სამსახურის სამუშაო დღეების გათვალისწინებით), დასაქორწინებელმა პირებმა სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ქორწინების რეგისტრაციისათვის, უნდა მიმართონ სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ან ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით, გააუქმონ ჯავშანი. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობის  შემთხვევაში, ჯავშანი ავტომატურად უქმდება და დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.  

5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სააგენტოს ქორწინების სახლი ან ტერიტორიული სამსახური განმცხადებელს გააცნობს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის ჩატარების წესსა და პირობებს.

6. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 27 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი