„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016415
4
26/02/2020
ვებგვერდი, 02/03/2020
010250020.35.119.016415
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №4

2020 წლის 26 თებერვალი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 29/11/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016333) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.

1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის , ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრიამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს”.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე