„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016434
25/04
25/02/2020
ვებგვერდი, 26/02/2020
220010040.18.011.016434
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №25/04

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2018, ს/კ: 220010040.18.011.016353) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციულ ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც  გეგმავენ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად  მომხმარებლის ვერიფიკაცია განახორციელონ სხვა პროვაიდერებზე დაყრდნობით, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა და  მომხმარებლების ვერიფიკაცია  უზრუნველყონ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივნისისა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ დებულების მოთხოვნებთან, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე