„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულების შესახებ“

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2-103
დოკუმენტის მიმღები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
მიღების თარიღი 02/03/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 02/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.197
2-103
02/03/1998
გამოუქვეყნებელი, -, 02/03/1998
150.012.003.197
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულების შესახებ“
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის

სამინისტროს

ბრძანება №2-103

1998 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულების შესახებ

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულება (დანართი 1),  საშტატო განრიგი (დანართი 2) და ხარჯთა ნუსხა (დანართი 3).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის დებულება, დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 3 აპრილის №2-72 ბრძანებით.

3. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციასთან ერთად (კ. ბერიძე) უზრუნველყოს:

ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;

ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.

4. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.

5. გაუქმებულად ჩაითვალოს 1998 წლის 21 იანვრის №2-27 ბრძანება.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ვლადიმერ გვარჯალაძეს.

მინისტრი                                                                              ბ. გულუა

 

მოამზადა: საქართველოს თესლეულისა და სარგავი მასალის

ხარისხის ინსპექციამ.

შეთანხმებულია: ვლ. გვარჯალაძე

გ. დიდბარიძე

თ. ლოლაძე

ს. უზუნაშვილი

გ. გორდეზიანი

ი. ლომთათიძე

თ. ზურაბაშვილი

ქ. შენგელია

ეგზავნება: იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო კანცელარიას, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს, თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციას.