„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016768
26
12/03/2020
ვებგვერდი, 13/03/2020
280120000.22.026.016768
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №26

2020  წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად,

ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის  15 იანვრის  №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-16 მუხლის „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №16);“.

2.  ბრძანებით დამტკიცებული №21 დანართის შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„2. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე არ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანამატები, გარდა საკლასო ჩინის და ამ ბრძანების 31-ე მუხლით განსაზღვრული დანამატებისა.".

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №16 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №16

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის

 ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები

                                                                                                                              (ლარებში)

თანამდებობა

დანამატი თვეში

1

სამსახურის უფროსი

550

2

განყოფილების უფროსი

550

3

მთავარი ინსპექტორი

500

"

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი