დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.132.016479 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2020 - 26/02/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი 1-ისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-ისა. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი 3-ისა. |
| მუხლი 4 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.132.016428). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე. |
|
დანართი 1
|
სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1.
ქალაქ
ბათუმში
, სახელმწიფო
და
ქალაქ
ბათუმის
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
არასასოფლო
-სამეურნეო
დანიშნულების
1 კვადრატული
მეტრი
მიწის
ნორმატიული
ფასი
(შემდგომში
„მიწის
ნორმატიული
ფასი
“) დიფერენცირებულია
ქ
. ბათუმის
ზონირების
საფუძველზე
შესაბამისი
ზონების
(ქვეზონების
) მიხედვით
, დგინდება
შესაბამის
ადგილზე
არსებული
მიწის
საბაზრო
ფასის
გათვალისწინებით
და
გამოიანგარიშება
შემდეგი
ფორმულის
მიხედვით
:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც : ა ) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ; ბ ) IMG – არის ქ . ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი , რომელიც უდრის 0,75; გ ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი , რომელიც განისაზღვრება : გ .ა ) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,5; გ .ბ ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,4; გ .გ ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1,2; გ .დ ) შუალედური ზონისათვის – 1; გ .ე ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,8; გ .ვ ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,6; გ .ზ ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 0,6; გ .თ ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის – 0,5; დ ) C არის არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის . ე ) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი , რომლის ოდენობა დადგინდეს : ე .ა ) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 2200; ე .ბ ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1850; ე .გ ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1100; ე .დ ) შუალედური ზონისათვის – 920; ე .ე ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 675; ე .ვ ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 635; ე .ზ ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 525; ე .თ ) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის – 360. ; |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები