„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა დ ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა დ ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 240130000.35.132.016477
16
25/02/2020
ვებგვერდი, 28/02/2020
240130000.35.132.016477
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა დ ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა დ ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქ­ტის  შესაბა­მი­ს­ა­დ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზ­რო­ბების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრე­ბულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებაში (გამოქვეყ­ნების წყარო: საქართველოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 02/03/2011, სა­რე­გის­ტრა­­ციო კოდი: 240130000.35.132.016037) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხ­ლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის ტერი­ტო­­­რი­ა­ზე გარე ვაჭრობის, ბაზ­რე­ბისა და ბაზრობების რეგული­რე­ბის წესები.“.

2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ტროტუარის ან სხვა საზოგადოებ­რი­ვი სივრცის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების ადგილები განისაზღვრება ამ დად­გე­ნილების დანართის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„მუხლი 5. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება

1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ფიზიკურ ან/და კერძო სამარ­თ­ლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.

2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძ­ლევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქ­ტით გათ­ვალის­­წინებული შემთხვევებისა).

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო პირს გარე ვაჭრობის უფ­ლე­ბას აძლევს მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად განსა­ზ­ღ­რუ­ლია გარე ვაჭ­რობის ადგილისათვის, გარდა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნ­ქ­ტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისთვის ან გარე ვაჭრობის უფლების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს გარე ვაჭრობის უფლების რამდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართ­ვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავ­დეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელს და მისამართს;

ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;

გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;

დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის გან­საზღვ­რული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;

ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას;

ვ) გარე ვაჭრობის უფლების ვადის გაგრძელებით დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ვალ­დებულია განცხადებას დაურთოს სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთის (I კლასის შენობა ნაგებობა, სავაჭრო ჯიხური, დახლის კონსტრუქცია, ავტოკაფე, ღიაკაფე, მაგიდა, სკამები, ტექნიკური საშუა­ლებები და სხვა) არქიტექტურული ესკიზი ან  ესკიზური ნახაზი ან ფოტოესკიზი ნე­ბართვის გა­ცე­მის დღი­დან განთავსებული ნივთების შესაბამისად (უცვლელ მდგომარეობაში).

6. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმო­ბის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სა­ვაჭ­რო-სარეალიზაციო დანიშნულების განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორმატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერ­ციუ­ლი) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (გარე ვაჭრობის უფლების მიცემის ან მასზე უარის თქმის  შესახებ) მიიღება ბრძანების ან წერი­ლის სახით განმცხადებლის მიერ, ამ მუხლის მე-4–მე-6 პუქტებით გათვალისწინებული დო­კუმენტაციის წარ­გე­ნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

8. გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან/და მიცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყ­ვე­ტი­ლების პროექტს ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამ­სახური.

9. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ადგენდეს:

ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;

ბ) გარე ვაჭრობის უფლების მთლიან საფასურს;

გ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვადებს;

დ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირ­გასამტეხლოს ოდენობას;

ე) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;

ვ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;

ზ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;

თ) მითითებას წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდე­ბუ­ლებაზე;

ი) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;

კ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორ­მით გადაცემას;

ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემი­სათ­ვის.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი ადგი­ლის/ლოტის მიმართ გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებაზე განცხადება წარდგენილი აქვს ერთზე მეტ დაინტერესებულ პირს, აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება ავტო­მა­ტუ­რად ენიჭება პირს, რომლის განცხადებაც აღნიშნული მოთხოვნით პირველი დარეგისტ­რირ­დება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადება არ ითვლება ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენი­ლად, თუ განცხადება წარდგენილია გარე ვაჭრობის ისეთი ადგილის/ლოტის მიმართ, რომელზეც უკვე გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, თუნდაც აღნიშნული უფლების გაუქმების თაობაზე დაწყებული იყოს წარმოება, მაგრამ არ არის მიღებული გადაწყვე­ტი­ლება გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების თაობაზე.

11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სკვე­რის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარე ვაჭ­რობის უფლება შეიძლება მისცეს იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იური­დი­ულ­მა პირმა, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის აღნიშნული ტერი­ტორია, თუ აღნიშნული ტერიტორია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზ­ღვ­რულია გარე ვაჭრობისათვის. 

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარე ვაჭრობის საფასური მთლიანად ირიცხება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იუ­რი­დიუ­ლი პირის ანგარიშზე, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორია.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხე­ლოვ­ნუ­რი ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის გან­საზ­ღვრუ­ლია იმ­დაგ­ვარად, რომ კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრო­ბისათვის განსაზღვრა ხდება სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იურიდიული პირის ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორ­განოს მიერ და­ფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მარ­თვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვა­რის, ბაღის, ბუნებრივი და ხე­ლოვ­ნური ლანდშაფტის ტერიტორია, კონკრეტული ადგი­ლების გარე ვაჭრობისათვის გან­საზ­ღვრა სა­ვალ­დებულოა შეთანხმებული იყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორ­გა­ნოს­თან.

14. გარე ვაჭრობის უფლება მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართ­ლებ­რივი გარიგების საფუძველზე არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სხვა პირზე გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.    

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემად არ ითვლება შემთხვევა, როცა პირი ნივთის რეალიზაციას/მომსახურების გაწე­ვას ახორციელებს მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის მეშვეო­ბით. ასეთ დროს გარე ვაჭრობის უფლების მქონე ვალდებულია გარე ვაჭრობის უფლების მიმცემს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება (გარიგება) ან/და სხვა აქტი, რომელიც ადასტურებს პირის მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს.

16. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკით­ხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართ­ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.

4. დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭ­რო­ბის უფლებას აძლევს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თუ ფიზი­კუ­რი ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენო­ბა-ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგა­დოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭ­რობის ადგილად.“.

5. დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„მუხლი 7. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის გან­კუთვ­ნილი ობიექტების განთავსება

1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5 მე-6 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავ­სოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც „მშენებლობის ნე­ბარ­თვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარ­მოადგენს შე­ნო­ბა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატ­რან­სპორ­ტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახ­ლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.

2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ტროტუარის ან სხვა საზოგადოებ­რი­ვი სივრცის ტერიტორიაზე განთავსებული I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ითვლება დრო­ე­ბით შენობა-ნაგებობად და გადაწყვეტილება არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თა­ობა­ზე, ძალაშია გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტის იური­დიუ­ლი ვა­დის ამოწურვამ­დე. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცი­ლე­ბე­ლია დროებითი შენობა-ნაგებობობის დემონტაჟი (დაშლა, დანგრევა), ტე­რი­ტორიიდან გატანა, აგრეთ­ვე ამ ტერი­ტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, გარე ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, პირი ვალ­დე­ბუ­ლია განცხადებას დამატებით დაურთოს გარე ვაჭრობის უფლების მიცემის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტის ასლი.

4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშე­ნებ­ლობის ნე­ბარ­თვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პი­რო­ბების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მი­ხედ­ვით არ წარ­მოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მა­ცი­ვა­რი, სპე­ცია­­ლუ­რი სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპე­ცია­ლუ­რი და­ნად­გარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის, დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად შეთანხმებული არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ეს­­კი­­ზის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თაობაზე სა­ქარ­თვე­ლოს კანონით „სა­ქარ­თველოს სივრცის დაგეგმარების, არქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მიღებისათვის დადგენილი ვადის დარ­ღვე­ვის შემთხვევაში თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორ­გა­ნოს უფლება არ აქვს დაინტერესებულ პირს უარი უთხრას გარე ვაჭ­რო­ბი­სათ­ვის განკუთვნილი ნივ­თისა და მისი განთავსების არქიტექტურული ესკიზი შეთანხმებაზე, გარდა იმ შემ­თხვევისა, თუ გან­მცხა­დებელს წინამ­დებარე წესის შესაბამისად მიცემული არ აქვს გარე ვაჭ­რო­ბის უფლება.

6. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების არქიტექტურული ეს­კი­ზის შეთანხმებაზე ან/და შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუ­ნი­ციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

7. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკით­ხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართ­ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.

6. დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, გარე ვაჭ­რობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამ­დე­ბარე წესით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ვალდებულებების, სანებართვო პირობების დარღვე­ვი­სას, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხ­ლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 25%, განმეორების შემთხ­ვევა­ში - 50%.“.

7. დადგენილების მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრისა და ბაზრო­ბე­ბის მიმართ, როცა ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცი­რე არქიტექტუ­რული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსება ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთან შეთანხმებული ესკიზის (არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ეს­კი­ზი) შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექ­ტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტე­რი­ტო­რია­ზე განთავსების სქემას, წყობას და არქიტექტურულ იერსახეს.“.

8. დადგენილებას დანართის სახით დაემატოს ამ დადგენილებაზე თანდართული ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო  ნივთების განთავსების დასაშვები  პარამეტრების ცხრილი (ველობილიკის გამოკლებით).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე



დანართი
ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე
სავაჭრო-სარეალიზაციო  ნივთების განთავსების დასაშვები 
პარამეტრების ცხრილი (ველობილიკის გამოკლებით)

 

საზოგადოებრივი ადგილების (ტროტუარი და სხვა)   სიდიდე (მ)

ხილ-ბოსტნეულის ვერტ. დახლის კონსტრუქცია,   სავაჭრო მოწყობილობა 

მაგიდა-სკამების განთავსება საზ. ადგილებში       (ტროტუარი და  სხვა) (მ)

ღია ან დახურული კაფე-რესტორნის მოწყობა (მ)

საზ. ადგილების (ტროტუარი და სხვა) დარჩენილი სიფართე (მ)

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

1.

1,5

_

_

_

1,5

 

2.

2.0

_

_

_

2.0

 

3.

2,5

_

_

_

2,5

 

4.

3.0

0,75

 

_

2,3

 

5.

3,5

0,75

 

_

1,8

 

6.

4.0

0,75

2.0

2.0

1,8

 

7.

4,5

0,75

2,5

2,5

1,8

 

8.

5.0

0,75

3.0

3.0

2.0

 

9.

5,5

0,75

3.0

3.0

2,5

 

10.

6.0

0,75

3.0

3.0

3.0

 

11.

6,5

0,75

3.0

3.0

3,5

 

12.

7.0

0,75

3,5

3,5

3,5

 

13.

7,5

0,75

3,5

3,5

4.0

 

14.

8.0

0,75

4.0

4.0

4.0

 

15.

8,5

0,75

4.0

4.0

4,5

 

16.

9.0

0,75

4

4

5.0

 

17.

9,5

0,75

4,5

4,5

5.0

 

18

10.0

0,75

4,5

4,5

5,5

 

 

შენიშვნა: პარამეტრები აღებულია სავაჭრო ობიექტის კედლიდან
(ტროტუარი) ბორდიურამდე მანძილი