„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.021836
124
20/02/2020
ვებგვერდი, 24/02/2020
200230110.10.003.021836
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2020 წლის 20 თებერვალი

   ქ. თბილისი

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგლამენტის მოქმედების სფერო

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს, აგრეთვე დავის განმხილველი ორგანოებისა და მათი აპარატების საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ფუნქციებსა და ფუნქციონირების წესს.“.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის/საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საგადასახადო/საბაჟო დავის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დავის განმხილველი ორგანოდან მომჩივნის თანხმობის გარეშე მესამე პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემა დაუშვებელია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ პუნქტის მიზნებისთვის მესამე პირად არ მიიჩნევა დავების განხილვის საბჭოს წევრი და აპარატის თანამშრომელი.

3. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება დასაშვებია მომჩივნის თანხმობით ან მომჩივნის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ასევე ამ რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დავების განხილვის საბჭოს სიმბოლიკა

დავების განხილვის საბჭოს შესაძლებელია, ჰქონდეს დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბლანკი და ლოგო, ასევე ოფიციალური ვებგვერდი.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო/საბაჟო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“.

6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტი-ლების რეკვიზიტები;“.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. დავების განხილვის საბჭოს სხდომას შესაძლებელია, დაესწროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, ხოლო საბჭოსა და მხარეთა თანხმობით – გარეშე პირი.“.

8. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევა

1. დავის განმხილველ ორგანოს იმ საკითხების შესაფასებლად, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, უფლება აქვს, ზეპირ განხილვაზე მიიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი.

2. მომჩივანს უფლება აქვს, მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს ექსპერტის/სპეციალისტის აცილება.

3. დაინტერესებული მხარე ექსპერტად/სპეციალისტად არ დაიშვება.“.

9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე, დავების განხილვის საბჭოს უფლება აქვს, არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.“.

10. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. განხილვის შეჩერება კვორუმის არარსებობის გამო

დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობის შეკრების შემთხვევაში საბჭოს აპარატი წერილობით ატყობინებს საგადასახადო/საბაჟო დავაში ჩართულ პირებს განხილვის შეჩერების მიზეზისა და ვადის თაობაზე.“.

11. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავების განხილვის საბჭოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.“.

12. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. საკანონმდებლო ცვლილების საკითხის ინიციირება

იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის რომელიმე ნორმა სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა, იგი ავალებს თავის აპარატს, უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოს წერილობითი ინფორმირება აღმოჩენილი ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის თაობაზე.“.

13. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოპასუხის დასახელება;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მომჩივნისა და მოპასუხის არგუმენტები; დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი;“.

14. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება ეგზავნება მხარეებს. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია გადაწყვეტილების გაგზავნა მესამე პირისათვის, საგადასახადო/საბაჟო საიდუმლოების დაცვით.“.

15. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.“.

16. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ სათანადო ორგანოს ინფორმირება

1. დავის განმხილველი ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ აპარატი ატყობინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო სტრუქტურულ ერთეულს.

2. ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ იგზავნება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

17. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა დავის განმხილველი ორგანოს აპარატი გამოითხოვს დასკვნას საგადასახადო/საბაჟო ორგანოდან აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ და წარუდგენს მას დავის განმხილველ ორგანოს.“.

18. დანართი №1 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია




დანართი №1 – საჩივრის ფორმა:

 

საჩივარი №

 

შემსრულებელი

 

ივსება აპარატის თანამშრომლის მიერ

                               

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა

 

საჩივარი

(საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299‑ე მუხლის შესაბამისად)

 

ეს საჩივარი არის ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი და შესაძლოა, გავლენა იქონიოს თქვენს უფლებებსა და მოვალეობებზე

 

1. მომჩივანი

 

 

2. დავის განმხილველი ორგანო[1]

ა) შემოსავლების სამსახური

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

3. საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი

 

4. ოფიციალური მისამართი

 

5. ფაქტობრივი მისამართი (თუ იგი განსხვავდება ოფიციალური მისამართისაგან)

 

6. ტელეფონი

 

 

7. მობ. ტელეფონ(ებ)ი[2]

 

 

8. ფაქსი/ელფოსტა

 

 

9. წარმომადგენელი

 

 

10. წარმომადგენლის მისამართი

 

 

11. წარმომადგენლის (მობილური) ტელეფონი

 

 

12. მოპასუხე საგადასახადო/საბაჟო ორგანო

 

13. გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები

ა) გამოცემის თარიღი

ბ) დოკუმენტის ნომერი

გ) ჩაბარების თარიღი

 

 

 

დ) სათაური

 

 

14. სხვა გასაჩივრებული დოკუმენტების ჩამონათვალი

(მიუთითეთ თითოეული დოკუმენტის რეკვიზიტი, რომლის ნაწილობრივ/სრულ გაუქმებასაც ითხოვთ დავის განმხილველი ორგანოსაგან)

 

 

15. სადავო თანხა

სულ

 

მათ შორის:

 

 

 

 

16. ფაქტების აღწერა

(ქრონოლოგიურად აღწერეთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას)[3] .

 

17. თქვენი არგუმენტები

(მიუთითეთ, თუ რა საფუძვლით მიაჩნია მომჩივანს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება არამართლზომიერად. დასაბუთებისას უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიულ აქტებში არსებული დებულებები, რომლებიც თქვენი პოზიციის მართებულობაზე მეტყველებს)[4].

 

18. თქვენი მოთხოვნა

(მიუთითეთ მომჩივნის მოთხოვნა (მაგ.: „საგადასახადო მოთხოვნის“ სრულად/ნაწილობრივ გაუქმება; შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად/ნაწილობრივ გაუქმება და ა.შ.).

 

19. თქვენს საჩივარზე დართული მტკიცებულებების ჩამონათვალი

(მიუთითეთ საჩივარზე დართული თითოეული დოკუმენტის დასახელება).

 

20. დადასტურება.

p თანახმა ვარ, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საჯაროდ;

p ვადასტურებ, რომ წინამდებარე საჩივრის ფორმით მოწოდებული ყველა ცნობა ნამდვილია.

 

ა) საჩივრის შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა

 

ბ) ადგილი

 

გ) თარიღი

 

 

მომჩივნის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– “.

 

„დანართი №6

 

დავის განმხილველი ორგანო

საჩივრის ზეპირ განხილვაზე გამოცხადების რეესტრი

 

 

მომჩივანი

მომჩივნის წარმომადგენელი

ხელმოწერა

მოპასუხე

მოპასუხის წარმომადგენელი

ხელმოწერა

1

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი                                                                                                                                                     ხელმოწერა“.

გვერდი                                                                                                                                                     ხელმოწერა“.