დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 25/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016176 |
|
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 30.12.2013 წ., 310150000.54.066.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ექსპლუატაციის პროცესში, საწარმოს ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს საინსპექტორო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები, რომლის დროსაც დგინდება საწარმოს მიერ, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობა“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) ტმ-ის განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის (ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად), აგრეთვე ამ პერსონალით საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) დაკომპლექტების მონაცემები (ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად), რაც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების და „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ _ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების მოთხოვნებს; ვ) საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) საწარმოო ბაზის საერთო მონაცემები (ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების და ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9760/AN967 („საფრენად ვარგისობის სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს“; ზ) სახელმძღვანელო დოკუმენტების ჩამონათვალი (ამ წესის დანართი №8-ის შესაბამისად); კ) საავიაციო ტექნიკის ტმ-სთვის გამოყენებული ტექნიკური მომსახურების საშუალებების ჩამონათვალი (ამ წესის დანართი №11-ის შესაბამისად), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების მოთხოვნებს; ლ) საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9760/AN967 („საფრენად ვარგისობის სახელმძღვანელო“) და „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების მოთხოვნებს“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს სააგენტო“. 4. მე-5 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას“. ბ) მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ აქტში“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროგრამა წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული აქტების განუყოფელ ნაწილს“. 5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საწარმოს საქმიანობის სფეროს გაფართოება საწარმოს საქმიანობის სფეროს გაფართოება ხორციელდება ამ საწარმოს მიერ, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობების და/ან დასაშვებ სამუშაოთა ნუსხის გარდა სხვა სახეობების/სამუშაოთა ათვისებისას, ამ წესის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“. 6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ამ წესით, „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საავიაციო მოვლენა“. 7. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღრიცხვის საბუთები ინახება საწარმოში „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში“. 8. დანართი №7 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები