“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილები შეტანის თაობაზე

“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილები შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.154.016415
3
21/02/2020
ვებგვერდი, 26/02/2020
190040000.35.154.016415
“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილები შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2020 წლის 21 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.              
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (www.matsne.gov.ge. 24/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.154.016414)
„დანართი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები

     თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

 1

საკრებულოს თანამდებობის პირები

თიანეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

2600

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1600

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1300

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1300

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1100

 

1                                 

საკრებულოს აპარატი

პირველი რანგი საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი

 

1300

2

მეორე რანგი საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იურიდიული განყოფილების უფროსი

1100

3

მესამე რანგი მეორე კატეგორია იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი

900

4

მესამე რანგი მესამე კატეგორია იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი

900

5

მესამე რანგი მესამე კატეგორია აპარატის უფროსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში

900

“.


მუხლი 2.         
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისოსო მამულაშვილი