დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.160.016613 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2020 - 24/02/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2).
|
| მუხლი 4 |
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №101 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016537; 21.02.2019).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა I ქვეზონა – „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია: – თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი); ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები; – მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სრულად). II ქვეზონა – მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად); – ჭყონდიდელის დასახლება (სრულად); – საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები). შუალედური ზონა – კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად) პერიფერიული ზონა I ქვეზონა – ტყე-ჭალა (სრულად); – მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე-ჭალები (სრულად). II ქვეზონა – სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები