„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.021831
121
20/02/2020
ვებგვერდი, 21/02/2020
300010000.10.003.021831
„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2020 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2012, 300010000.10.003.017049) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს  2021 წლის 31 დეკემბრისა.

4. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი  ვალდებულია, არაუგვიანეს  2021  წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა) ყულევის თიზისათვის განკუთვნილ 599 970 კვ.მ ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.15.22.020) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა შესვლა-გამოსვლა სიტუაციური გეგმით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო, სარკინიგზო ან/და სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება;

გ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება;

დ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემების ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით.“.

2. მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არაუგვიანეს 2020 წლის 1 თებერვლისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია