„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016611
175
21/02/2020
ვებგვერდი, 26/02/2020
010250050.35.160.016611
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №175

2020 წლის 21 თებერვალი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10)  განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  26/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016522) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე განცხადებით ან/და სატელეფონო ზარით (შემდეგ ნომრებზე: (0341) 25-50-25) მიმართავს ქვეპროგრამის განმახორციელებელს, რომელიც „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის მიერ მოწოდებულ ბაზებზე დაყრდნობით (მიწოდებული მონაცემები უნდა შეიცავდეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურ (ნულოვანი მხედველობის) უსინათლოთა შესახებ აუცილებელ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივი და იურიდიული (რეგისტრაცია) მისამართი) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ახორციელებს მომსახურების გამწევ ოპერატორთან ბენეფიციარის და მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი