„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016610
174
21/02/2020
ვებგვერდი, 26/02/2020
010250050.35.160.016610
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №174

2020 წლის 21 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით  დამტკიცებულ „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების   წესში:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას, თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ბავშვის გარდაცვალების ან/და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით.“;

ბ)  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

„31. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ანალოგიური პროგრამით  და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის არაუმეტეს 150 000 სარეიტინგო ქულით, მაგრამ ბავშვის გარდაცვალების გამო შეუწყდათ მოსარგებლის სტატუსი. ამ შემთხვევაში, მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით, თუმცა ოჯახზე განაცდური თვეები არ ანაზღაურდება.“;

გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში).“.

1.2. პირველი მუხლის „ო“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესში“:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, (შემდგომში  „მოსარგებლე“)  მატერიალურ წახალისებას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით;

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი რედაქციის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);

„დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);“;

გ)   მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი რედაქციის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„ი) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სტუდენტის მიერ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

„კ) სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის  შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);“

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.“;

ე)   მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად, არაუმეტეს 60 ლარით ოდენობით,  სოციალური დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი