დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 14/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.016355 |
|
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-9 მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით: ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არც ერთი პირი და: ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით; ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, მაგრამ, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე; ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.“. |
2.
მე-16 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები