დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 14/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016357 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
1.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-16 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„1 1. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.“. |
2.
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 33-ე მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ;“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აბონენტის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტად რეგისტრირებული პირისათვის.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები