დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017290 |
|
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2014წ., 190040000.22.033.016713) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით 2020 წლის 1 იანვრიდან იხელმძღვანელონ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ანგარიშგების თარიღის შემდგომი მაკორექტირებელი მოვლენების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის. „3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მაკონტროლებელს, მათ მიერ დადგენილ ვადებში წარუდგინონ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) დანართებით. „4. მხარჯავმა დაწესებულებებმა 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება სახელმძღვანელოდ დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5 ფორმებით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ 2020 წლის 1 აპრილამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები